ხალვაში იმედოვნებს, რომ რუსთავი 2-ში შესვლა ძალისმიერი მეთდებით არ მოხდება

უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის მიერ გამოტანილი განჩინების მიხედვით, 60 %-ის წილის მესაკუთრედ ცნობილია ქიბარ ხალვაში, ხოლო 40 %შპს პანორამას მიაკუთვნეს, თუმცა საჯარო რეესტრის მონაცემებს თუ გადავხედავთ, ვნახავთ, რომ შპს “პანორამა” 2004 წლის 21 ივნისს არის დაფუძნებული და მისი 100%-იანი წილის მფლობელი ქიბარ ხალვაშია.

შესაბამისად, ამ მონაცემებით, ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის 100%-იან წილს ხალვაში ფლობს.

ქიბარ ხალვაშმა სამომავლო გეგემებზე „ქრონიკასთან“ ვრცლად ისაუბრა და განაცხადა, რომ  რუსთავი 2-ში ახალი მენეჯმენტი უახლოეს მომავალში შევა თუმცა იმედოვნებს, რომ ეს ყოველივე ძალისმიერი მეთდებით არ მოხდება:

„როდესაც სასამართლოს მივმართეთ, იმ დღიდან ველოდებოდით, რომ ჩვენ მოგვაკუთვნებდა, დარწმუნებული ვიყავით სიმართლეში. ეს არ შეიძლება გაგრძელდეს წლობით, რუთავი 2-ში ალბათ უახლოეს მომავალში შევალთ, მაგრამ ეს არ იქნება ძალდატანებით დღეს ან ხვალ, შეიცვლება ის, რომ იქნება არა ერთი პარტიის ტელევიზია, არამედ მთელი საქართველოს ტელევიზია, იქნება კრიტიკული და არ იქნება პარტიული, ძალის გამოყენება ამ შემთხვევაში, ის უპირისპირდება სახელმწიფოს და არა მე, ნიკა გვარამია ფიქრობს, რომ სახელმწიფოს ძალით დაუპირისპირდება, საკუთარ თავზე გვაქვს განცდილი უკანონობა, დაგვიწვეს, ხალხი უმუშევარი დატოვეს, აღსრულების ფურცლის გარეშე შემოვიდნენ და ქონება გაზიდეს, ვერაფერი ვერ გავაკეთეთ, რადგან სახელმწიფო იყო ჩვენს წინააღმდეგ. ეს ყველაფერი არის ინსპირირებული სააკაშვილის მიერ და ის ხალხი ბარიკადებზე, მხოლოდ სააკაშვილის ინტერესების დასაცავად დგას“, – განაცხადა ქიბარ ხალვაშმა.

მისივე თქმით თუ ბიზნესი მომგებიანი აღმოჩნდება იგი დარჩება ტელეკომპანიის მფლობელი, თუ არადა გადასცემს სხვა პირს, ვინც უკეთ წარუძღვება მას. მისივე თქმით, რუსთავი 2-ის გუნდი არის პროფესიონალი და იმისათვის, რომ ტელეკომპანია იყოს კომერციულად გამართული ორგანიზაცია რეიტინგზე სწორედ პროფესიონალებმა უნდა იმუშაონ:

„ვისაც უნდა წასვლა ყველა წავა, ვისაც უნდა დარჩენა დარჩება. კომერცია არის წარმატების საწინდარი, თუ გვსურს, რომ ვიყოთ წარმატებული და კომერციულად გამართული ორგანიზაცია, უნდა გქონდეს რეიტინგი, რეიტინგს სჭირდება პროფესიონალი ადამაინები, ეს გუნდი რა თქმა უნდა არის პროფესიონალი“ – განაცხადა ხალვაშმა.