“როგორ შეიძლება სტრასბურგმა ერთ დღეში მიიღოს გადაწყვეტილება?!.”

ევროსასამართლომ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება შეაჩერა. ამის შესახებ ნიკა გვარამიამ საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ამ განცხადებას თბილისის საკრებულოს დეპუტატი დავით უთმელიძე გამოეხმაურა:

-„სტრასბურგს ან ევროპას 2007 წელს , “იმედის” დარბევის დროს , რამე ზომები რომ მიეღო უკეთესი იქნებოდა… ან იმ ხალხს გამოეთქვა რამე პროტესტი იმედის ვანდალიზმზე დღეს  რომ “დემოკრატიას “იცავენ და თავისი ქვეყნის სამი ინსტაციის სასამართლოს დისკრედიტაციას ეწევიან…

როგორ შეიძლება სტრასბურგმა ერთ დღეში მიიღოს გადაწყვეტილება იმ პროცესზე, რომელიც ამდენი დროის მანძილზე იხილებოდა სასამართლოს სამ ინსტაციაში და ბოლოს უზენაესის ცხრა მოსამართლისგან შემდგარმა კოლეგიამ ერთხმად მიიღო გადაწყვეტილება?!.