„რუსთავი 2-სგან დაბლოკვის მეტი არაფერი მახსოვს, მაგრამ… რაღა ამ ერთი ხალვაშისთვის ისროლა ავრორამ?!.“

F-news

კონსტანტინე გამსახურდია

რუსთავი 2-ს რაც შეეხება, არასოდეს ვყოფილვართ ერთმანეთის მეგობრები. დაბლოკვის მეტი არაფერი მახსოვს მათგან. ალბათ არაფერი განსაკუთრებული, ეს ყველაფერი რომ არ აჩენდეს ძლიერ ეჭვს, რომ მიდის ტელევიზიების ერთიმეორის მიყოლებით “გატრუპვა” და ჩაჩუმება საკონტროლო გასროლით. დაიწყო ინგა გრიგოლიას რეაქციის ჩახსნით. ეს ყოველივე ერთიან პროგრამას გავს, რომელიც აშკარად ვიღაცის თავში დაიბადა.

კი მაგრამ, კერძო დავა და კომერციული დავა? მეტყვის მავანი. კაცო, რაღა ამ ერთი ხალვაშისთვის ისროლა ავრორამ. ანუ არჩევანი არის ჯანდაბასა და დოზანას შორის: დარჩება რუსთავი 2 და იქნება ისევ არჩევანი ნაცვიზიასა და “უტყვი თანხმობით და ბიძინას მადლით” გაქოცვიზიებულებს შორის. გაქოცვიზიებულობა ნიშნავს გაყურსვას, როდესაც არაფერი გესმის, ვერაფერს ხედავ და დებატებიც ზედმეტად მიგაჩნია, რახან ზემოდან ასე მიგითითეს. რუსთავის ხალვაშიზაციის შემთხევაში კი ეს მეორე შესაძლებლობაღა დარჩება. ამიტომაც საბრძოლია იმ მესამე ტელესივრცისთვის, რომელიც თავისუფალია. სადაც შესაძლოა გამოიკვეთოს მესამე ეროვნული ალტერნატივა.