„ეს არის საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესის წინააღმდეგ მიღებული გადაწყვეტილება“

რუსთავი 2-ის საქმეზე უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას ევროპარლამენტარი რებეკა ჰარმსი ეხმიანება და ამბობს, რომ ეს არის ქვეყნის მიერ მიღწეული პროგრესის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი.

„უნდა ვაღიარო, რომ შოკირებული ვიყავი, რადგან, როდესაც ევროპარლამენტში ქართველ ჟურნალისტებთან ერთად ვიყავი და ვმუშაობდით ვიზალიბერალიზაციის საკითხზე, სასამართლომ რუსთავი 2-ის საკითხზე გადაწყვეტილება მიიღო. ეს არის უკან გადადგმული ნაბიჯი და საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესის წინააღმდეგ მიღებული გადაწყვეტილება, რუსთავი2 ის ტელეარხია, რომლის საშუალებითაც ოპოზიციას და სამოქალაქო საზოგადოებას წვდომა ჰქონდა მოსახლეობასთან. ახლა კი ისინი შიშობენ, რომ აღარ ექნებათ საშუალება, ფართო საზოგადოებას გააცნონ საკუთარი შეხედულებები. ევროპარლამენტში სწორედ ეს გვაღელვებს“ – განაცხადა რებეკა ჰარმსმა.