დიდუბის რაიონში მხიარულთა და საზრიანთა ჩემპიონატი გაიმართა

3 და 8 მარტის დღესასწაულებთან დაკავშირებით, დიდუბის რაიონის გამგეობის ორგანიზებით, მხიარულთა და საზრიანთა ჩემპიონატი გაიმართა.

ღონისძიებაში მონაწილე 12 გუნდის შემადგენლობაში იყვნენ დიდუბის რაიონში მდებარე სკოლის მოსწავლეები და დიდუბის რაიონის გამგეობაში არსებული საზოგადოებრივი საბჭოს წევრები.

ჩემპიონატის მიმდინარეობისას სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებულები გამოვლინდნენ, ხოლო 1_ლი ადგილის მოპოვება 22_ე საჯარო სკოლის მოსწავლეებმა შეძლეს.