გოგი დოლიძე-კაცი, რომელიც მართლაც დააკლდა ქვეყანას (ვიდეო)

21 წელი გავიდა, რაც ყველასთვის საყვარელმა მომღერალმა, გოგი დოლიძემ ზეციურ სამყაროში გადაინაცვლა. წლებმა მის სახელს და მონატრებას ვერაფერი დააკლეს.

1999 წელს ის მეოცე საუკუნის საუკეთესო საესტრადო ქართველ მომღერალ მამაკაცად დაასახელეს; თბილისში 24-ე სკოლის წინ, სადაც ის სწავლობდა, დაიდგა მისი ბიუსტი.

პატივს მივაგებთ მის ხსოვნას და გვინდა წლების მერეც მომავალმა თაობებმა იცოდნენ და პატივი სცენ გოგი დოლიძეს.

სიყვარულით იცხოვრა, თან წაიღო უდიდესი სიყვარული და ახლაც სიყვარულით იხსენებენ კაცს, რომელიც გულით მღეროდა, კაცს, რომელსაც შეეძლო სრულიად უცხო ადამიანის დახმარება და ყველასთვის იმედის ჩასახვა.