ისანში საარჩევნო უბნებს ელექტროენერგია არ მიეწოდება

ნანა ყეინიშვილი საგანგებო განცხადებას ავრცელებს:

-„„ისნის მე – 9 ოლქში, თითქოს მთელი დღე არჩევნები მიმდინარეობდა მშვიდად, თუ არ ჩავთვლით რამდენიმე შემთხვევას რომელიც მე – 11 უბანზე დაფიქსირდა, კერძოდ დამკვირვებლების მხრიდან ქონდა ადგილი ხელის შემშლელ ფაქტებს, იყო მცირე შეხლაშემოხლა და აგიტაციის გაწევა.

საღამოს 19 : 00 დან დაძაბულობა გამოიწვია ელექტრო ენერგიის მიწოდების შეწყვეტამ ერთდროულად ათ უბანზე, 19 : 00 საათიდან ელექტროენერგია არ მიეწოდება ერთდროულად ათ უბანს, მე -9 ; მე -10; მე – 13; მე-8; მე -12; მე-11 უბნებში, ამ წუთებშიც ვარკვევთ რაც ხდება. ეს ის უბნებია სადაც მაღალი ალბათობით მოვიგეთ. მოვუწოდებთ უზრუნველყონ ოცნებამ ხმების დათვლის პროცესი, წინააღმდეგ შემთხვევაში არჩევნების შედეგები მე-9 ოლქში ლეგიტიმურად ვერ გამოცხადდება.“

კომენტარის დატოვება