დეკანოზი ჩვენების მიცემას ხვალიდან გააგრძელებს

„აჭარის ტელევიზიის“ ინფორმაციით მანქანები, რომლებიც ქობულეთში დეკანოზ გიორგი მამალაძის სახლთან შეინიშნება  პროკურატურის მიერ დანიშნულ სახელმწიფო დაცვას ეკუთვნის. გავრცელებული ინფორმაციით, ამ სამი ავტომანქანით გადაადგილდებიან დეკანოზის ოჯახის წევრებიც.

როგორც დეკანოზის ადვოკატი გიორგი ფანცულაია ამბობს, მამა გიორგი ჩვენების მიცემას სავარაუდოდ ხვალიდან გააგრძელებს, რაც შეეხება ოჯახისთვის დაცვის ოფიციალურად დანიშვნას, ამაზე ადვოკატი არაფერს ამბობს, თუმცა აქცენტს აკეთებს გაუთქმელობაზე და აცხადებს, რომ მხარე შედეგის მისაღებად ალტერნატიულ მექანიზმებზე დაიწყებს მსჯელობას.

„არსებობს სხვა სამართლებრივი მექანიზმებიც, ახალი გარემოებებიც და არის ალბათობა, რომ წინასასამართლომდეც მოიხსნას არგუმენტები ამასთან დაკავშირებით“- განაცხადა გიორგი ფანცულაიამ.

ადვოკატის განმარტებით, დაცვის ღონისძიებები გრძელდება და საქმის მასალების გაცნობის შემდეგ, დეკანოზის უდანაშაულობა უფრო მკაფიო გახდა.