ხმაურია თბილისის საკრებულოსთან

თბილისის საკრებულოსთან ბავშვთა სამყაროში ხანძრის შედეგად დაზარალებულები კარვების დადგმას და შიმშილობის დაწყებას გეგმავენ. ამ წუთებში ისინი საკრებულოსთან არიან, თუმცა პოლიციამ არ მისცა კარვების გაშლის უფლება.

აქციის მონაწილეები უვადო შიმშილობას გეგმავენ. ამ წუთებში ხმაურია საკრებულოსთან და ადგილი ჰქონდა მცირე დაპირისპირებასაც.

აქციის მონაწილეები აცხადებენ რომ ეს მთავრობა მათი არცეულია და ყველაზე ცუდი ის არის, რომ ხელისუფლება მათ ყურადრებას არ აქცევს.

როგორც ირკვევა, შესაძლოა შიმშილობის აქცია გაიმართოს კანცელარიასთან და სხვადასხვა ქვეყნების საელჩოებთან.