“იმდენი რაოდენობის ქვა არ შეიძლებოდა ყოფილიყო, თუ ის მობილიზებული და მოტანილი არ იქნებოდა”

ილია ვერძაძე  

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ფრაქცია ქართული ოცნება – მაჟორიტარების თავმჯდომარე.

„ძალიან სამწუხარო ფაქტს ჰქონდა გუშინ ადგილი ბათუმში, თუმცა მე მინდა ავღნიშნო, რომ ხელისუფლების მხრიდან სწორი და ადეკვატური რეაგირებას ჰქონდა ადგილი.  მე ვფიქრობ, რომ ჩვენს ქვეყანაში არის დაცული სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება და ეს დადასტურდა კიდეც გუშინ. ისეთ ფაქტებს არ ჰქონდა ადგილი სახელმწიფო მხრიდან, რამაც შეიძლება ვთქვათ ჩიხში შეიყვანოს პროცესი.

ჩვენი შვილები ასეთ მაპროვოცირებელ მოქმედებებში არ უნდა ჩართოს არავინ, ეს იქნება ჩვენი ოპონენტი ძალა, ეს იქნება კერძო პირი თუ სხვა. ჩვენ უნდა ვიზრუნოთ იმაზე, რომ ბათუმს ჰქონდეს სტაბილურობის  და მშვიდობის განცდა, იმიტომ რომ ეს არის საკურორტო ქალაქი. მე ვფიქრობ, რომ კომპლექსურად ჩვენ გავართვით თავი ამ პრობლემას, თუმცა ვერ ვიტყვი მოწინააღმდეგე მხრის მაპროვოცირებელ ელემენტებზეიგივეს.

ამ ტერიტორიაზე, იმდენი რაოდენობის ქვა არ შეიძლებოდა ყოფილიყო, თუ ის მობილიზებული და მოტანილი არ იქნებოდა. არ შეიძლებოდა მაშხალები ყოფილიყო აქ იმდენი, რომელიც პირდაპირ დამიზნებით იყო მიმართული სამმართველოს მიმართულებით. სწორედ ამიტომ ვვარაუდობთ ჩვენ, რომ სპონტანურად დაწყებული აქცია, რომელიც შემოიფარგლებოდა მხოლოდ დაკავებულთა მშობლების პროტესტით და მათი მხარდამჭერებით, რომელიც პრაქტიკულად იყო მოგვარების სტადიაში, ლოგიკურად არ უნდა გადაზრდილიყო იმ ქმედებებში რაშიც გადაიზარდა“