ნუკრი ქანთარია: რა ვერ გათვალა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ბათუმში…

რამდენად საშიში გათვლა გაკეთდა ბათუმის აქციაზე, რა მიზანს ემსახურებოდა „თავისუფალი ზონის“ აჭარაში გამოჩენა და რა ვერ გათვალეს ნაციონალებმა? – ამ საკითხების ირგვლივ გთავაზობთ ინტერვიუს საპარლამენტო უმრავლესობის წევრ ნუკრი ქანთარიასთან.

– საკმაოდ მრავლისმეტყველი ფაქტი მოხდა აჭარაში. ერთის მხრივ, ბათუმში აქციის დაშლაში ყო ხელისუფლების გამოცდა, მეორეს მხრივ, ეს აქცია და მასზე გაკეთებული განცხადებები იყო საშიში სიგნალი. რამდენად სერიოზული პრობლემის წინაშე აღმოჩნდა ხელისუფლება?

-ის, რაც ბათუმში მოხდა, ბევრ კითვაზე პასუხის გაცემას მოითხოვს. 1978 წლიდან დაწყებული, როცა სტუდენტები ქართული ენის დასაცავად გამოვედით, ფაქტობრივად, ყველა აქციაში მონაწილეობა მაქვს მიღებული, ზოგის ორგანიზატორიც ვიყავი. მოკლედ, ყველა აქცია ვიცი, რაც თბილისში ჩატარდა. ფოთოლიც არ ვარდებაო, ამით ვტრაბახობდით კიდეც. ყველა უფრთხილდებოდა თავის ქალაქს. სამოქალაქო ომი დროს, მიუხედავად იმისა, რომ შეიარაღებული ჯარის ნაწილები ებრძოდნენ ერთმანეთს, ისინიც კი ცდილობდნენ, რომ ლაკალური მდგომარეობა ყოფილიყო შენარჩუნებული და ქალაქის სხვა უბნებში ეს არ გადასულიყო. აგრესია არც „საკნების“, არც შემდგომ პერიოდში ყოფილა. ახლა პირველი შემთხვევაა, როდესაც მომიტინგეები ასეთი ვანდალური, აღტკინებული აგრესიით გამოირჩეოდნენ. ეს გარკვეულ კითხვებს ბადებს. ეს იყო მართული პროცესი. არსებობს ასეთი ცნება – „ორგანიზებული ქაოსი“, როდესაც შეგიძლია, რომ ქაოსის შთაბეჭდილება შექმნა და იყოს ორგანიზებული ქმედებები. ამისთვის საჭიროა გარკვეული ჯგუფის ორგანიზება და მისი შეყვანა იმ ხალხში, რომლებიც უკმაყოფიებას გამოთქვამენ. ბათუმის აქცია არ იყო სპონტანური და არც ამ ჯგუფების შემოყვანა. ეს არის ის ჯგუფი, რომელიც არჩევნების წინ გაიწვრთნა. ეს მერე აშკარად გამოკვეთა. ეს ცალკე თემაა, რატომ არ გამოიჩინა პოლიციამ ჯარიმის დროს უფრო მეტი ადამიანურობა, იმასაც აქვს ალბათ თავისი მიზეზი. ბუნებრივია, ეს ახსნილი უნდა იყოს და აქედან დასკვნებიც გამოტანილი, თუ რატომ მოხდა ორი ჯარიმის გამოწერის შდეგად გამვლელების გარკვეული მობილიზება და ყველა ჩაერთო ამაში. მერე, როდესაც ეს ხალხი დაიშალა, იქ აღმოჩნდა გაწვრთნილი ჯგუფი. ვფიქრობ, ეს ის ჯგუფია, რომელიც არჩვენების დროს უნდა ყოფილიყო გამოყენებული – „თავისუფალი ზონის“ ხალხი, თვითონაც არ მალავენ ამას. ამ ორგანიზაციის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა, რომელმაც ულტიმატუმი წამოაყენა,  თავის თავი ამხილა. გახსოვთ, არჩევნების დროს უკრაინული სცენარი უნდა წასული. ძალიან ბევრი რამ, რაც ბათუმში ხდებოდა, ამ სცენარის ნაწილი იყო. რომ მათ უნდა გამოეჩინათ ასეთი აგრესია, ამ აგრესიას ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ხელისუფლების მხრიდან საპასუხო აგრესია არ მოყვებოდა. როცა მანქანები იწვება, როცა პოლიციას ქვებს ესვრიან, ნებისმიერ ქცეყანაში იღებს ადექვატურ, უფრო უმკაცრეს რეაქციას. აი, ამის შემდეგი განყოფილება იქნებოდა უკვე პოლიტიკური ნაწილი, როდესაც ფაქტობრივად 26 მაისის სურათი დადგებოდა, თან ყველა ახალგაზრდა იყო – იქნებოდნენ თავგატეხლი ახალგაზრდები, იქნებოდა სისხლის კვალი და შეიძლება ამას გვამებიც მოყოლოდა. შემდეგ იქნებოდა პოლიტიკური ნაწილი, ეს ჩანდა ნაციონალური მოძრაობის მხრიდან. მათ უკვე დაიწყეს მომზადება თბილისში შეიკრიბნენ და დაიწყეს სოლიდარობის გამოცხადება. ყველა ელოდებოდა რაღაცას…

-ანუ რაც ბათუმში მოხდა, ეს ნაციონალების ხელწერაა?

– გარკვეულწილად ეს ჩანდა, აი, ამ არგუმენტებით. რა თქმა უნდა, ნაციონალების ხელწერაა, პირველი ნაწიონალური მოძრაობის, რომელიც არის სააკაშვილის ფრთა. „თავისუფალი ზონაც“ ამათი ნაწილია. ბათუმში იყვნენ ნავარჯიშები ხალხი. ისინი არ იყვნენ დაბნეულიები. აშკარად იცოდნენ, რომ მაქსიმალური აგრესია უნდა გამოეჩნათ. ამ აგრესიას უნდა მოყოლოდა ადექვატური რეაქცია და შემდეგ უკვე, მეორე დღეს დაანონსებული იყო მიტინგი, სადაც უნდა გამოსუკიყვნენ პოლიტიკოსები. ამას წინ უძღოდა რუსთვსი 2-ის აქცია-კონცერტი, სადაც ხელისუფლების შეცვლაზე იყო გვარამიას მიერ განცხაება გაკეთებული. ამის შემდეგ ეს აქცია უნდ ა გადაზრდლიყო მშვიდობიან აქციაში და პერიმეტრი დაეკავებინათ. ფაქტობრივად, მაიდნის სცენარით მიდიოდა. თუ დააკვირდებით, ქვების სროლა, მოლოტოვის კოქტეილები და ა.შ., ეს კადრები ერთი-ერთში ჯდება მაიდნის სცენარში.

– ნიკა მელიამ განაცხადა, ჩვენ მიერ აშენებულ ბათუმს არ დავანგრევდით და თითს ჩვენკენ ნუ იშვერთო…

– ბათუმს კი არა ყველაფერს დაანგრევენ თუ დასჭირდათ ძალაუფლებაში მოსვლისთვის და ამის წყურვილით არიან გაგიჟებულები. ეს არ არის არგუმენტი, რასაც ისინი ამბობენ. მათ ვერ გათვალეს და ამაში შეცდნენ, რომ ხელისუფლება რისკს არ გამოიჩენდა. სამართალდამცავებმა დანის პირზე გაიარეს. პრემიერის სწორი გათვლის შედეგია ეს ყველაფერი, რადგან საბოლოოდ მაინც ყველაფერი პრემიერ კვირიკაშვილს დაბრალდებოდა აქ რომ სისხლი დაღვრილიყო. ძალოვანებმა აირჩიეს, რომ ჯობდა მომიტინგეები მოლეულიყვნენ ამ თავიანთი აგრესიაში, ვიდრე ამ აგრესიას კულმინაციის დროს დაპირისპირებოდნენ და ასეთ დროს აქცია რამდენიმე წუთში დაიშლებოდა. მაქსიმუმ ნახევარი საათი დაჭირდებოდა დაშლას, მაგარამ რაც ზემოთ ვთქვი, ის სურათი დადგებოდა. ეს სურათი აბსოლუტურად დააზარალებდა ჩვენ მიერ აქამდე გაკეთბულ საქმეს და მომავალსაც. იმიტომ რომ ეს იქნებოდა ერთი-ერთში სპეცდანიშნულების რაზმის სააკაშვილისდროინდელი ხელწერა. ამიტომ იყო, რომ სწორი არჩევანი გაკეთდა და სპეცნაზი გავიდა საჭირო დროს. მოხდა მომიტინგეების გარკვეული ნაწილის აყვანა და ტერიტორიის გაწმენდა. რა თქმა უნდა მატერიალური ზარალი იყო.

– ერთ ჯაჭვში მოიაზრებთ „რუსთავი 2“-ის აქციას და ბათუმის ინცინდენტს. რაზე მიანიშნებთ, რომ ნაციონალებმა გარკვეული სცენარი აამუშავეს?

_ მე მგონი, რომ გაუვარდათ… საბაბი, რომლის გამოც მოხდა ინცინდენტი, გამოიყენეს. ცდილობდნენ აქედან აგორებას, მაგრამ არ გამოუვიდათ.

_ თუ ნაციონალების სცენარი იყო, რაც ბათუმში მოხდა, რატომ გამოეპარათ ამ გეგმის ორგანიზება და სისრულეში მოყვანის მცდელობა ძალოვან უწყებებს? თუ გაწვრთნილი ჯგუფი იქნა ბათუმში ჩაყვანილი, რატომ ვერ შეამჩნია უსაფრთხოების სამსახურმა?

_ ეს ჯგუფები რომ მათ ყავდათ არჩევნების დროს და ამზადებდნენ. „თავისუფალი ზონა“ მაგისთვის ყავდათ ნაციონალებს. რამდენიმე ახალგაზრდა გამოვიდა ამ ორგანიზაციიდან და თქვა კიდეც, რისთვის შეიქმნა ეს ორგანიზაცია. თქვეს, რა უნდა სააკაშვილს – ეს იქნება, საბურავების დაწვა, ქვები, „მოლოტოვის კოქტეილები“, არეულობა, დარბევა. რაც იმ ბიჭებმა ილაპარაკეს, ზუსტად ეს ვნახეთ ბათუმში. პოლიციაზე თავდასხმა, მანქანების დაწვა, ქვების დაშნა პოლიციისთვის – ეს შემთხვევითი ამბავი არ არის. ამას ნამდვილად ვერ მივაწერ შემთხვევას. ეს იყო კარგად ორგანიზებული. მაგრამ, როდის უნდა მომხდარიო ეს ადრე თუ გვიან, არ ვიცი. ფაქტია, სასურველი შედეგი არ გამოუვიდათ. ახლა ჩათვალეს, რომ ეს უნდა აგორებულიყო ბათუმში, მერე – პერიმეტრი დაეკავებინათ. ამის მერე ალბათ სხვა რაიონებში გადაინაცვლებდნენ. სანამ „რუსთავი 2“-ის საქმეა სტრასბურგში, ეტყობა,იფიქრეს, ახლა შეიძლებოდა ამის გაკეთება. შეიძლება ჩქარობდნენ და „გასროლა“ ნააადრევად მოუვიდათ, თვითონაც მიხვდენ  მერე და ამ სიტუაციას გამოერიდნენ. ყოველ შემთხვევაში, მათ რომ ამ აქციის გამოყენება მოინდომეს და მერე შეიძლება ვეღარც დააკავეს, ფაქტია. ის მოდელირებული მდგომარეობა, სადაც უცბად გაჩნდა ქვების ტომრები, პილოტექნიკა, „მოლოტოვის კოქტეილები“, საბურავებიც შევნიშნეთ – ეს ასე მარტივად არ ხდება. ხალხმა სტიქიურად შეიძლება ერთი-ორი რაღაც გააკეთოს, მაგრამ მერე ისინი ჩერდებიან. ამდენი ხნის განმავლობაში ეს ხალხი არ ერდებოდა და ცინიკურად იწვევდა სპეცნაზს. მათი ეს ახტომ-დახტომა, ფაქტობრივად, იყო სპეცნაზის მოპატიჟება, რომელიც ამ პროვოკაციას არ წამოეგო.

_ გარკვეული ჟღნალისტები ტელეეთერიდან აქტიურად სვამდნენ კითხვებს, რამდენად იგრძნობოდა, რომ აქცია სუსის მიერ იყო ორგანიზებული.

_ ალბათ უნდოდათ აქეთ წაყვანა. არ გამოუვიდათ. საინტერესოა, რომ საელჩოების და საერთაშორისო ორგანიზაციების ოპერატიული შეფასებები არ ისმის ბათუმში მომხდართან დაკავშირებით. ალბათ სიტუაციაში ვერ გარკვეულან. ფაქტია, უსისხლოდ მოხდა ამ უდიდესი აგრესიის შენელება, ჩახშობა. ამით შეიძლება გაკვირვებულებიც არიან. ამასთან, კი დღეს ეს აგრესიული პროტესტი ბათუმში გარკვეულწილად დასრულდა, მაგრამ თუ ამას არ ექნება გაგრძელება გამოძიების თვალსაზრისით, საკმაოდ საფუძვლიანი; თუ, რასაც ჩვენ ვამბობთ, არ იქნა დამტკიცებული, თუ გამოძიება არ მივა ორგანიზატორებამდე და მათ პასუხისმგებლობა არ დადგება და ისინი არ დაისაჯნენ, თან ადექვატური სასჯელები არ იქნება, მაშნ ეს ყველაფერი აუცილებლად განმეორდება. ნებისმიერი რაღაც შეიძლება იყოს მიზეზი –  სოციალური ფონი თუ სხვა რამ.

_ აქციის მონაწილეები ამბობდნენ, რომ მათ „თათარი“ უწოდეს…

_ ეს უმთავრესი. ამ აქციაზე ფრაგმენტულად წამოვიდა, მაგრამ ყველა მომიტინგე იძახდა, რომ მას თათარი დაუძახეს და ამას ვერ აიტანს. ეს არის შეგნებულად შეგდებული ვარიანტი. ამიტომ უსაფრთხოების სამსახურმა მაქსიმალური ყურადღება უნდა გამოიჩინოს ამ მიმართლებით,  რომ ეთნიკურ, რელიგიურ ნიადაგზე, როგორც ჩანს, უკვე არისდაწყებული ცხელი კერებისთვის ნიადაგის მომზდაება. აი, ეს გამოგდებული ფრაზა, რომ ვიღაცას თათარი უწოდეს, იცოდნენ, რომ იმუშავებდა და არა ის, რომ მოდიოდა საწყალი კაცი, არ გაითვალისწინეს ადამიანურად მისი მდგომარეობა და მაღალი ჯარიმა დაუწერეს… არავინ აღმოჩნდა ისეთი, ვინც ეს თავის ყურით გაიგონა. ყველა ამბობდა, რომ ვიღაცამ თქვა, თათარი დაუძახესო… ეს ნიშნავს რომ წინასწარ გამზადებული აგორებული პროვიკაციაა. არ არის გამორიცხული სხვა რეგიონებშიც არ დაგეგმონ მსგავსი მახეები და სხვა ინსტრუმენტებით არ ეცადონ ანალოგიურიი დაპირისპირების კერების გაღვივებას. ყოველ შემთვევაში, ფაქტია, რომ ეს ფრონტი გახსნილია. რა ტქმა უნდა, უსაფრთხოების სამსახურმა მაქსიმალური ყურადღბა უნდა გამოიჩინოს ამ გაზაფხულზეც და შემოდგომაზე კი უკვე არჩევნებია. როგორც ჩანს, ეს არ არის შემთხევით გასროლილი ფრაზა. თუ არ დაისაჯნენ, მეორედ სწრაფად განმეორდება მსგავსი არეულობა. თუ ჩვენ ამ ყველაფრიდან შესაბამისი დასკვნებია გამოსატანი. მე შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ჩვენს უწყებებში არ შეინიშნება დილეტანტიზმი, უპასუხისმგებლობა, გულგრილობა, რა თქ უნდა, ამისგან შორს ვარ, მაგრამ ამავე დროს უნდა ითქვას, რომ ეს არ არის აგრესიული ხელწერის მქონე მთავრობა. მაგრამ აუცილებელია ყველა უწყებაშიც ჩავიხედოთ და გარეთაც. მოკლედ, როგორც შიგნით, ისე გარეთ საჭროა მაქსიმალური ყურადღება იმიტომ, რომ ეშმაკებს ნამდვილად არ ძნავთ. ეს უნდა იყოს ტესტი, რომელიც ამ ეტაპისთვის კარგად დამთავრდა.ვფიქრობ, ეს არის მრავალფეხიანი ერთ სიმპტომი. გარკვეული ბადის ერთი ნაწილი. თუ მაქსიმალურად არ შევაკავეთ მიზეზები, ეს იქნება სოციალური თუ სხვა და ძალისხმევა არ დავიშურეთ ყველა მიმართლებით მუშაობის კუთხით, შეიძლება მსგავსი კერები კიდევ გაჩნდეს. ერთი საკითხია კიდევ: მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ პირობებში როცა არის საზოგადოების უდიდესი ნაწილი, აქ გარკვეული აკრძალვების დაწესებას გარკვეული ნიადაგის მომზადება სჭირდება, რაც არ უნდა სწორი იყოს ეს აკრძალვა. ვიმეორებ, ნებისმიერ აკრძალვას ან საკანონმდებლო ინიციატივის შემოღებას ხალხში შესაბამისი ნიადაგის მომზადება სჭირდება, რათა შემდგომში ეს თემა გარკვეული პროვოკაციებისთვის არ იყოს გამოყენებული.