ბოროვოი: კრემლში ისტერიკაა!..

რუსი პოლიტიკოსი და პარტია  „დასავლური არჩევანის“ ლიდერი კონსტანტინე ბოროვოი აცხადებს, რომ აშშ-სთან მოლაპარაკებების დაწყების დაგვიანების გამო კრემლში ისტერიკაა.

-„ეს ისტერიკა უკვე თვენახევარია გრძელდება. კრემს უნდა ამერიკასთან თუნდაც ნებისმიერ საკიტხზე მოლაპარაკების დაწყება და ამისთვის იყენებენ ყველა არხს, იმასაც კი ადრე რომ არ იკარებდნენ და ოპოზიციურად განწყობილს უწოდებდნენ“-წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ბოროვოი.

მისი თქმით, კრემლი მზადაა ამერიკასთან ყირიმის საკითხიც კი განიხილოს, რომელზეც ადრე საუბარს არც კი აპირებდა.

-„რესურსი დნება კატასტროფული სიჩქარით. ყირიმის, უკრაინის და სირიის საკითხებით ამერიკას კრემლი ვეღარ იჭერს, აღარც სამხედრო-პროვოკაციები ჭრის და აღარც „საშინაო ფრონტი“, ამიტომ კრემლში ისტერიკაა და ყველაფერზე წამსვლელია“-აცხადებს პოლიტიკოსი.