ქუთაისში ბუნებრივი აირის გაჟონვის გამო ორი მცირეწლოვანი რეანიმაციაშია მოთავსებული

ქუთაისში ბუნებრივი აირის გაჟონვის გამო ორი მცირეწლოვანი ბავშვი სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს, შემთხვევა ამ წუთებში ბუკიას 84 ნომერში მოხდა.

გაზით მოწამლულები ქუთაისის ბავშვთა საავადმყოფოს რეანიმაცული განყოფილებაში არიან მოთავსებულნი. ისინი მედიკოსების დაკვირვების ქვეშ იმყოფებიან. ბავშვების მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.