მძარცველ ძიძას პატიმრობა ემუქრება

დავით ცხვარაძე

ქუთაისში, ძიძას, რომელმაც პასილოკში ოჯახი გაძარცვა პატიმრობა ემუქრება.

ქუთაისში, ხუნდაძის 57 ნომერ კორპუსში ძიძამ  მოსავლელი ბავშვის ოჯახი გაძარცვა, წაიღო ძვირფასეულობა, ციფრული აპარატი და ტექნიკა.

ოჯახის ინფორმაციით მძარცველი ქალბატონი ოჯახს ზარალის ანაზღაურებას უკვე დაჰპირდა.

შეგახსენებთ: ოჯახსა და მომვლელ ქალს შორის შედგა მოლაპარაკება, ძიძა ყველა წაღებულ ნივთს უკან დააბრუნებს, წინააღმდეგ შემთხვევაში პატიმრობა ემუქრება.

მომხდართან დაკავშირებით სამძებრო სამუშაობეს ქუთაისის მეოთხე განყოფილება იძიებს.

 

R

„კამელინი“-გზა სიცოცხლისკენ!

http://camelyn.ge/