„ჩვენ მხარს დავუჭერთ ვეტოს ე.წ. მოსმენების კანონპროექტთან დაკავშირებით“

ე.წ. მოსმენების კანონპროექტთან დაკავშირებით პრეზიდენტს ვეტოს დადებისკენ მოუწოდებენ “პატრიოტთა ალიანსის” წევრები.  

„საქართველოს პატრიოტებს მხარი არ დაუჭერია კანონპროექტისთვის ფარული მოსმენების შესახებ, არა იმიტომ, რომ ჩვენ არ ვეთანხმებით ამ კანონპროექტის ცალკეულ პუნქტებს, არამედ იმიტომ, რომ კონცეპტუალურად არ ვეთანხმებით ამ კანონპროექტს. ჩვენ ვსაუბრობთ, რომ ქვეყანაში უნდა შეიქმნას მძლავრი კიბერუსაფრთხოების სამსახური…ჩვენ მხარს დავუჭერთ  ვეტოს ამ კანონპროექტზე, ისიც კარგად გვემის, რომ მოხდება მისი გადალახვა, მაგრამ ეს არის ფაქტი, ეს არის პრეცედენტი და ილუსტრირება იმისა, რომ პრეზიდენტი აპროტესტებს ამ კანონპროექტს და ჩვენც მხარს ვუჭერთ ამაში“ – განაცხადა ირმა ინაშვილმა.