ლავროვი: ტრამპმა საგულისხმო განცხადება გააკეთა-არ ჩაერევა კონფლიქტებში, რომლებიც არ ეხება ამერიკას

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ მოსკოვი ელოდება ტრამპის ახალი ადმინისტრაციის ფორმირებას, რათა განიხილონ მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის მომავალი ურთიერთობის გეგმა და შესაძლებლობები.

-„დონალდ ტრამპმა გაიმარჯვა არცევნებში, ის ახლა თავისი ადმინისტრაციის ფორმირებით არის დაკავებული. მან წინასაარჩევნოდ გააკეთა რამდენიმე საგულისხმო განცხადება-პირველი ის, რომ არ ჩაერევა კონფლიქტებში, რომლებიც არ ეხება ამერიკას, დაკავდება ქვეყნის ეკონომიკით და სამუსაო ადგილების შექმნით და მესამე, მისი მიზანი იქნება ტერორიზმთან ბრძოლა. მან ამავე დროს განაცხადა, რომ მზად არის ითანამშრომლოს ყველასთან, ვინც ამერიკასთან ერთად მსოფლიო ტერორიზმს სეებრძოლება“-განაცხადა ლავროვმა.

ლავროვის თქმით, როგორც კი ახალი ადმინისტრაციის ფორმირების პროცესი დასრულდება, განიხილება როგორც რუსეთ-ამერიკის, ისე ამერიკისა და სხვა ქვეყნების ურთიერთობის საკითხი.

გავრცელებული ინფორმაციით, აშშ-ს ახალმა პრეზიდენტმა ადმინისტრაციის 2/3 უკვე დააკომპლექტა.

 

კომენტარის დატოვება