ელისო კილაძის შვილს 2 თვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

ელისო კილაძის შვილს თბილისის საქალაქო სასამართლომ 2 თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა:

“ორთვიანი პატიმრობა როგორც მოსალოდნელი იყო.
ჩემი შვილი არის ბიძინა ივანიშვილის მძევალი.
დღეიდან ჩემი ყველა დღე არის თითო აგური ამ ხელისუფლების დემონტაჟის გზაზე.

ჩემმა შვილმა პროცესზე განაცხადა რომ მას პოლიციის სამმართველოში პირდაპირ აგინებდნენ დედას, ეუბნებოდნენ რომ ვარ მილიონერი ,აყენებდნენ შეურაცხყოფას.
გამოაცხადა შიმშილობა-რომელსაც მისი მდგომარეობის გამო სულ ერთი კვირა გაუძლებს”-” წერს ჟურნალისტი “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე.