სამარის გუბერნიაში მამა გაბრიელის წმინდა ნაწილები და ხატი ჩააბრძანეს (ვიდეო)

სამარის გუბერნიაში , ნოვოკუბიშევში, მამა გაბრიელის წმინდა ნაწილები და ხატი წააბრძანეს. წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძრის მოძღვარმა, მამა არტემმა მოვლენას სასწაული უწოდა და აღნიშნა, რომ მამა გაბრიელის წმინდა ნაწილების საქართველოს პატრიარქის მიერ ჩუქება არა მხოლოდ მათი ქალაქისთვის, არამედ მთელი რუსეთისთვის დიდი მოვლენაა.

მამა გაბრიელის ხატი დაწერა მხატვარმა ჯონი შონიამ. ეს მის მიერ დაწერილი პირველი ხატია, თუმცა ამბობს, რომ არ გასჭირვებია მუშაობა და ყველაფერი კარგად დასრულდა.