დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტთან სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭო შეიქმნა

დისპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტმა სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს დებულება შეიმუშავა და შემადგენლობა განსაზღვრა. საბჭოს შემადგენლობაში 19 წევრი იმუშავებს, რომლებიც შესაბამისი დარგის კომპეტენტური კონსულტანტები არიან. თუმცა კომიტეტის თავმჯდომარის, ზვიად კვაჭანტირაძის განმარტებით, საბჭოს შემადგენლობას შესაძლოა წევრები კიდევ დაემატოს.

საბჭოს ამოცანებია:

  • უცხოეთშიმცხოვრებთანამემამულეებთან, დიასპორულორგანიზაციებთანდაკავკასიისხალხებთანურთიერთობისგაღრმავებისმხარდაჭერა;
  • მიგრაციულიპროცესებისრეგულაციისადაშესაბამისისაკანონმდებლობაზისსრულყოფისხელშეწყობა;
  • გადაწყვეტილებათამიღებაშიმოქალაქეთამაქსიმალურიჩართულობა;
  • შესაბამისიანალიტიკურისაქმიანობისუზრუნველყოფადადასკვნებისმომზადება.

საბჭოს წევრები რეკომენდაციებსა და წინადადებების შემუშავებენ დიასპორის, მიგრაციისა და კავკასიის საკითხების თაობაზე. დღევანდელ სხდომაზე მათ ამ მიმართულებით საკუთარი გამოცდილება და იდეები გააცნეს დეპუტატებს.

საბჭოს ერთ-ერთი წევრის, პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის, გიორგი კეკელიძის განცხადებით, ეროვნული ბიბლიოთეკა ქართულ ემიგრანტულ მასალებზე და, ასევე, მოძრაობა ეკვილიბრიუმის მიმართულებით მუშაობს, რომელიც საკვირაო სკოლების მოწყობაში ქართული დიასპორების მხარდაჭერას გულისხმობს.

საბჭოს წევრი, სტრატეგიული კვლევების კავკასიური ცენტრის ხელმძღვანელის მამუკა არეშიძის განმარტებით, ცენტრი მუშაობს კავკასიის მასშტაბით. „თუმცა არის ჩრდილოეთ კავკასიის კონკრეტული მიმართულება. ეს არის როგორც სამეცნიერო, ასევე პოლიტიკური საკითხების შესწავლა, უსაფრთხოების საკითხებზე მუშაობა. აქტიურად ვმუშაობთ რელიგიური ექსტრემიზმის თემაზე, საზღვრების თემაზე, დიასპორებისა და თანამემამულეთა თემაზე“. მისი თქმით, ცენტრი ხელს უწყობს ინიციატივებს, რომელსაც ახორციელებს არა მხოლოდ ხელისუფლება, არამედ ქართული და უცხოური ორგანიზაციები.

სამხრეთ კავკასიის რეგიონული უსაფრთხოების ინსტიტუტის დირექტორმა, ალექსანდრე რუსეცკიმ დიასპორული პოლიტიკის შესახებ ორგანიზაციის ხედვა გააცნო დეპუტატებს. მისი თქმით, დღევანდელი პროცესები მიმდინარეობს გლობალიზაციის პირობებში და გლობალიზაციის გაუთვალისწინებლობა საკითხებზე მუშაობისას არასწორი იქნებოდა. „დღის წესრიგში დგას საკითხი, რა არის დიასპორა, ეროვნული პოლიტიკის დანამატი თუ მისი განუყოფელი და ფუნდამენტური ნაწილი. პოლიტიკური ინსტიტუციების მუშაობაში დიასპორის მონაწილეობის მნიშვნელობისა და ფორმის გასაგებად შესასწავლია სხვა ერების, სხვა ქვეყნების გამოცდილება; მოსაწესრიგებელია ლობისტური პოლიტიკა; მნიშვნელოვანია საინფორმაციო უსაფრთხოების საკითხის მოწესრიგება“, – განაცხადა ალექსანდრე რუსეცკიმ.

კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, ალექსანდრე რისეცკის მიერ შემოთავაზებულ საკითხებს სპეციალურად მოწვეულ სხდომაზე დეტალურად განიხილავენ.