ულამაზესმა “კატრინელმა” მარიამ ბერძენიშვილმა მსოფლიო დაიბყრო და სააგენტოს კიდევ ერთი ჯილდო

ბულგარეთში სილამაზის საერთაშორისო კონკურსი ჩატარდა, სადაც Little Miss Galaxy-ს ტიტულის მფლობელი მარიამ ბერძენიშვილი გახდა.

“მოგვილოცეთ!!! გავიმარჯვეთ!!! ჩვენ კიდევ ერთხელ ვასახელეთ საქართველო!!! “პატარა მის გალაქსი-2017” მარიამ ბერძენიშვილი… შემოგვიერთდი, “კატრინში”, ჩვენ გვიცნობს მსოფლიო”, — წერს  Facebook-გვერდზე სამოდელო სააგენტო “კატრინის” დამფუძნებელ0, კონკურსის Little Miss Galaxy Georgia ორგანიზატორი ეკატერინე მგალობლიშვილი.

ეკატერინე მგალობლიშვილი

ბულგარეთში გამართულ სილამაზის საერთაშორისო კონკურსზე Little Miss & Mister Galaxy ექვსი წლის მარიამ ბერძენიშვილმა გაიმარჯვა. საერთაშორისო კონკურსი Little Miss&Mister Galaxy მეათედ გაიმართა, მასში 50 ქვეყნის წარმომადგენელი მონაწილეობდა. საქართველომ ამ კონკურსში მეხუთედ მიიღო მონაწილეობა. წელს კონკურსი 13 მარტს დაიწყო.

 

საქართველოს Little Miss & Mister Galaxy-ზე კიდევ ერთი ჯილდო ერგო — ეკა მგალობლიშვილი წელს კონკურსის “საუკეთესო ნაციონალური დირექტორი” გახდა.

კონკურსის პირველი ღონისძიება ეროვნულ კოსტიუმებს მიეძღვნა. მარიამი სცენაზე დიზაინერ ნუგზარ კვანტალიანის მიერ შეკერილი ქართული კაბით გავიდა. შემდეგი ეტაპი იყო Fashion show, სადაც კონკურსის მონაწილეები საღამოს კაბებით გამოვიდნენ. მარიამისთვის კაბა ქართველმა დიზაინერმა ინგა შარვაძემ შეკერა. მესამე ტური ორგანიზატორებმა მონაწილეების ნიჭის გამოვლენას მიუძღვნეს. Talent show-ში მარიამმა შეასრულა “თბილისო” ექვსი წლის ანასტასია ბაკურაძესთან ერთად, რომელმაც გაიმარჯვა კონკურსში Little Miss Galaxy – 2014.

კონკურსის მეოთხე ტურში მონაწილეებმა ჟიურის საკუთარი ქვეყნის შესახებ მოუთხრეს.
მსოფლიო კონკურსის ,,პატარა მის და მისტერ გალაქსი,,-ს ფინალი ქართველმა პრინცესებმა გახსნეს სიმღერით ,,თბილისო,,