“სამძიმარს ვუცხადებ შიმონ პერესის ოჯახს, მთელ ისრაელს და ჩვენს მეგობარ ებრაელ ხალხს”

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის თედო ჯაფარიძის განცხადება:

ღრმა მწუხარებას გამოვხატავ ისრაელის ყოფილი პრეზიდენტისა და პრემიერ-მინისტრის  შიმონ პერესის გარდაცვალების გამო. ეს იყო გამოჩენილი პიროვნება, ჭეშმარიტად დიდი პოლიტიკოსი. მისი წვლილი უდავოა თანამედროვე პოლიტიკის ჩამოყალიბებაში, რისი გამოხატულებაცაა მსოფლიოს ნობელის პრემია.

ჩემთვის დიდი პატივი იყო, რომ პირადად ვიცნობდი მას. შიმონ პერესი საქართველოს დიდი გულშემატკივარი იყო, ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობისა და მომავალი წარმატებების გზაზე. უდიდესია მისი ღვაწლი საქართველოსა და ისრაელს შორის მეგობრობის, 26 საუკუნოვანი ქართულ-ებრაული კავშირების გაღრმავებისა და განმტკიცებისთვის.

შიმონ პერესის როლი განსაკუთრებული და განუმეორებელია თანამედროვე მსოფლიო პოლიტიკაში. რაციონალური და პრაგმატული მიდგომებით გამორჩეული უდიდესი პოლიტიკოსი საუკეთესო ადამიანური თვისებებით იყო შემკული.

სამძიმარს ვუცხადებ შიმონ პერესის ოჯახს, მთელ ისრაელს და ჩვენს მეგობარ ებრაელ ხალხს.

კომენტარის დატოვება