ვინ არღვევს საარჩევნო კანონს მცხეთაში?! – ჩოჩელის მხარდამჭერები კონკრეტულ გვარებს ასახელებენ

მცხეთის რაიონის მაჟორიტარობის დამოუკიდებელი კანდიდატის ცეზარ ჩოჩელის მხარდამჭერები მორიგ განცხადებას ავრცელებენ და მათ ხელთ არსებულ მასალაზე შესაბამისი სტრუქტურებიდან რეაგირებას მოითხოვენ.

-„კონფიდენციალურმა  წყარომ მოგვაწოდა ინფორმაცია, რომ  დღეს, 28 სექტემბერს, 16 :00 საათზე, მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის პირველი მოადგილე მადონა ჯიქია პარტია “ქართული ოცნების ” კოორდინატორებს სოფელ ლისში შეხვდა. შეხვედრა ვინმე ქობულიასთან მოეწყო, ხოლო პურ – მარილი ლუიზა ხუხუნიასთან, ეს უკანასკნელი კი ლისის N 37 საარჩევნო უბანზე კომისიის თავმჯდომარის მოადგილე გახლავთ.

მადონა ჯიქიას, თანამდებობიდან გამომდინარე, არ აქვს უფლება კოორდინატორების “დატრენინგების”, მით უფრო სამუშაო საათებში, ვინაიდან დაირღვა საარჩევნო კანონმდებლობა და შესაბამის უწყებებს ვთხოვთ, მოახდინონ დროული რეაგირება აღნიშნულთან დაკავშირებით!” – ნათქვამია განცხადებაში.

მადონა ჯიქია

14527404_687146594769840_16923801_n

 

კომენტარის დატოვება