მცხეთის საკრებულოს დეპუტატები ხუნდაძეს უჩივიან და მისგან ბოდიშის მოხდას მოითხოვენ

მცხეთის საკრებულოს დეპუტატები დიმიტრი ხუნდაძეს უჩივიან და მისგან საჯაროდ ბოდიშის მოხდას მოითხოვენ. მათ სარჩელით სასამართლოს უკვე მიმართეს.

მცხეთის საქალაქო სასამართლომ 9 დეპუტატის სარჩელი 27 სექტემბერს წარმოებაში მიიღო.

-„მოვითხოვთ საჯაროდ განაცხადოს ხუნდაძემ ვინ აიღო ფული, მისი განცხადება არის არა მხოლოდ დეპუტატის მანდატის, არამედ ჩვენი, დეპუტატების პირადი შეურაცხყოფა.   ჩვენ უკვე მივმართეთ სასამართლოს. დიმიტრი ხუნდაძისგან კი საჯაროდ ბოდიშის მოხდას მოვითხოვთ“-აცხადებენ საკრებულოს წევრები.

შეგახსენებთ, რომ მცხეთის საკრებულოს დეპუტატების უმრავლესობამ დიმიტრი ხუნდაძეს უნდობლობა გამოუცხადეს და სპეციალური განცხადებაც გაავრცელეს, ხუნდაძემ კი ცეზარ ჩოჩელის მხარდაჭერისთვის დეპუტატები მოსყიდვასა და კორუფციულ გარიგებებში დაადანაშაულა.

კომენტარის დატოვება