“ჩვენი მოწოდება – ფორმულა – “თქვენგან, თქვენთვის, თქვენთან ერთად” ამუშავდა!”

R

მარი ჩაჩუა

“პროგრესულ-დემოკრატიული მოძრაობის” დევნილთა ორგანიზაციის აფხაზეთის სექტორის კურატორი.

-„ჩემო გულრიფშელო მეზობლებო, თანამშრომლებო, მეგობრებო, შემოხაზეთ #2 პროგრესულ–დემოკრტიული მოძრაობა! რატომ? გპასუხობთ: გავიხსენოთ – ეროვნულ–განმათავისუფლებელი მოძრაობის ტალღა აფხაზეთში გულრიფშიდან წამოვიდა, აქ ჩაეყარა საფუძველი “რუსთაველის საზოგადოების” დაფუძნების იდეას, გავიხსენოთ საზოგადოების თავმჯდომარე გულად ძიძიგური (გაანათლოს);  ჩვენი “გაზეთი სამრეკლო” და მისი რადაქტორი, უნიჭიერესი ჟურნალისტი – ლალი შენგელია, რომელიც ამჟამად მოღვაწეობს ქუთაისში; ქალბატონი რაისა ქარაია, რუსთაველის საზოგადოებისგან წარდგენილი დეპუტატობის კანდიდატი, ამჯამად აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი; შესანიშნავი პოეტი – მადონა კალანდია; და ბევრი სხვა ჩვენი ღირსეული თანამებრძოლი, მათ შორის ნაწილი ჩვენს გვერდით აღარ არის, ვინც ვართ, გაფანტული ვართ “აქაც და იქაც”, მაგრამ სულ ერთმანეთის ძებნაში. უფლის წყალობით მომეცა საშუალება ყველას მოგაწვდინოთ ხმა და გითხრათ, ჩვენს ქვეყანაში გამოჩნდა “ახალი სისხლი” – წესიერი, უნგარო, პროფესიონალთა გუნდი, სახელმწიფოებრივად მოაზროვნე და აქ ჩვენი ქვეყნის მომავალი სხვა მასალებით იძერწება, სიღრმისეულად, ტერიტორიული მთლიანობის და დევნილთა თემა კი პირველი პრიორიტეტია.

პატივი მაქვს მოგმართოთ როგორც ამ გუნდის წევრმა,  შემოხაზეთ #2 პროგრესულ–დემოკრტიული მოძრაობა და მოდით ჩვენთან, შემოგვაშველეთ თქვენი რესურსები, ერთად მოვიხადოთ ვალი ჩვენი გარდაცვლილი თანამებრძოლების წინაშე, ერთად ვიზრუნოთ ჩვენი ქვეყნის გადარჩენაზე, განვითარებაზე, ერთად დავიბრუნოთ ჩვენი აფხაზი, ოსი ძმები და ამის შემდეგ ჩვენ ვილაპარაკოთ სტატუსზე და თავად მოვახსენოთ “ჩვენზე მზრუნველთ” – აი, ეს გვინდა ჩვენ და ვალდებული ხართ ასეთ დოკუმენტს მოაწეროთ ხელი, 23 წელია გელოდებით, ვერ მოახერხეთ? ჩვენ კი მოვახერხეთ აი ასე, ძველებურად, მამაპაპურად, ძმურად! აქ თეთრწყაროში, შევხვდი დევნილებს გულრიფშის რაიონიდან – აჟარა, ვლადიმიროვკა, განახლება – ეს ის შემთხვევაა, როცა ამდენი წლის შემდეგ შენ თავად დუხჭირი, მოყვასს ხედავ დუხჭირს, მაგრამ იქვე სასიამოვნო სიამაყის გრძნობა – გაუტეხელი, ღირსეული შენი მოყვასი, თავის პირად გაჭირვებაზე არ საუბრობს, გაფაციცებული გისმენს რას ეტყვი და შენს ნათქვამზე იქვე ხდება მხარდამჭერი არა მარტო თავისი “ერთი ხმით”, არამედ გთავაზობს საკუთარ რესურს და ბედნიერი ხდება იმით, რომ თურმე ვიღაცას სადღაც სჭირდება!

ჩვენი მოწოდება – ფორმულა – “თქვენგან, თქვენთვის, თქვენთან ერთად” ამუშავდა!

კომენტარის დატოვება