კახა ძაგანია: გაემიჯნეთ სააკაშვილის მზაკვრულ პროექტს!

კახა ძაგანია: ჩვენს ხელთ არსებული დადასტურებული ინფორმაციით, ამჟამად მიმდინარეობს სახელმწიფო წესწყობილების წინააღმდეგ დაგეგმილი შეთქმულების შავი ფულით ფინანსური უზრუნველყოფა.

     “მემარცხენე ალიანსის” ცენტრალურ ოფისში დღეს, პარტიის თავმჯდომარე კახა ძაგანიამ “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერების ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით საგანგებო განცხადება გააკეთა.

„ბოლო დროს ელექტრონული მედიით გავრცელებული ფარული ჩანაწერები კიდევ ერთხელ ადასტურებს „მემარცხენე ალიანსის“ ლიდერების ჯერ კიდევ გაზაფხულზე გავრცელებულ განცხადებას „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ სახელმწიფო გადატრიალების მომზადებისა და ორგანიზების თაობაზე.

ჩვენს ხელთ არსებული დადასტურებული ინფორმაციით, ამჟამად მიმდინარეობს სახელმწიფო წესწყობილების წინააღმდეგ დაგეგმილი შეთქმულების შავი ფულით ფინანსური უზრუნველყოფა.

რამოდენიმე დღის წინ შალვა ნათელაშვილმა პარტიის ოფისში დახურულ თათბირზე თანაგუნდელებს დაავალა არჩევნების დასრულების შემდეგ ფულის სანაცვლოდ ხალხის მობილიზება.

მივმართავ საზოგადოებას, არ აყვეთ სააკაშვილის და მისი სატელიტების ანტისახელმწიფოებრივ, ავანტიურისტულ ქმედებებს და არ ჩაერთოდ ძმათა შორის დაპირისპირებაში, ხოლო ჩემს ყოფილ თანაპარტიელებს მოვუწოდებ არ შეასრულონ ნათელაშვილის ბინძური დავალება, სამშობლოს ინტერესები პირადულზე მაღლა დააყენონ, მიატოვონ გამყიდველი-მოღალატე ნათელაშვილი და შემოგვიერთდნენ, რათა კვლავ ერთად ვემსახუროდ ხალხსა და ქვეყანას. ასევე მივმართავ ბურჭულაძის პარტიაში შემორჩენილ აქტივისტებს, მიბაძეთ თქვენს თანაპარტიელებს და გაემიჯნეთ სააკაშვილის მზაკვრულ პროექტს” – განაცხადა „მემარცხენე ალიანსის“ თავმჯდომარე კახა ძაგანიამ.

კომენტარის დატოვება