“შეიქმნას საქართველოს და აზერბაიჯანის მუდმივმომქმედი სახელმწიფოთაშორისო კომისია”

უფლებადამცველი გიორგი თევზაძე, საქართველოს და აზერბაიჯანის ხელისუფლებას მუდმივმომქმედი სახელმწიფოთაშორისო კომისიის შექმნას სთავაზობს.

-ინტერნეტ მედიით პირველადმა წყარომ გურია ნიუსმა, გავრცელა ინფორმაცია 2017 წლის 31 დეკემბერს საინგილოში მდებარე კახის წმინდა გიორგის სახელობის მართლმადიდებლური ეკლესიის ბარბაროსული დარბევის შესახებ, ამ აღმაშფოთებელ ინფორმაციას გამოვეხმაურა საზოგადოების ნაწილი რომლის შემდგომ დამიკავშირდა დამიკავშირდა ალი ბაბაევი (Ali Babayev ) რომელსაც ვიცნობ კარგად, მან მითხრა რომ იგი იმყოფება ამჟამად აზერბაიჯანში და ამოწმებს გურიანიუსის მიერ პირველად გავრცელებულ ინფორმაციას კახში წმინდა გიორგის ეკლესიის დარბევის შესახებ, თუმცა სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ აღნიშნულ ქართულ ეკლესიასთან დაკავშირებული პერიპეტიები წარსულში გვახსოვს, რაც უდაოთ სამწუხარო ფაქტები იყო.

ასევე ყურადსაღებია ეთნიკურად ქართველი ადგილობრივი მოსახლეობის უფლებების მდგომარეობის შესწავლა და ზრუნვა მათი უფლებების გაუმჯობესების მიმართულებით, ამისათვის ვთავაზობ საქართველოს და აზერბაიჯანის ხელისუფლებას შეიქმნას მუდმივმომქმედი სახელმწიფოთაშორისო კომისია, სადაც შევლენ; რელიგიური კონფენსიების, სახელმწიფო უწყებების, საზოგადოებრივი ორგანიზაციების, და ადგილობრივი მოსახლეობის ნდობით აღჭურვილი პირები, რომლებიც მომენტალურად შეისწავლიან ადგილზე ნებისმიერ გავრცელებულ ინფორმაციებს, იზრუნებენ ადგილობრივი მოსახლეობის უფლებების დაცვისათვის, ამასთანავე ექნებათ აქტიური კომუნიკაცია ორივე სახელმწიფოს ხელისუფლების პირებთან, რაც ხელს შეუწყობს ადამიანის ელემენტარული უფლებების დაცვის უზრუნველყოფას, ასევე აღნიშნული კომისია განახორციელებს შესაბამის მონირორინგს უფლებების დაცვის მიმართულებით”-აცხადებს თევზაძე.