„ივნისი – ქართული ღვინის თვე“ აშშ-ში

ქართული ღვინის დეგუსტაცია-პრეზენტაცია ნიუ-იორკში გაიმართა. ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი კომპანიის „Tastingwork”-ის (აშშ)  ხელმძღვანელი, ღვინის მაგისტრი ლიზა გრანიკი ივნისის თვეში ატარებს აქტიურ პიარ-კამპანიას„ივნისი – ქართული ღვინის თვე აშშ-ში“, რომლის ფარგლებშიც ღონისძიებები ნიუ-იორკში, ვაშინგტონსა და სან-ფრანცისკოში გაიმართება.

ნიუ-იორკში გამართულ დეგუსტაცია-სემინარზე 22 ქართული, როგორც დიდი ღვინის მწარმოებელი კომპანიის, ასევე მცირე საოჯახო მარნების სხვადასხვა სტილის ღვინო იყო წარმოდგენილი. დეგუსტაციის პარალელურად გაიმართა სემინარი ქართული ღვინის კულტურის შესახებ. ღონისძიების სტუმრებს შესაძლებლობა მიეცათ დაეგემოვნებინათ როგორც უძველესი ტრადიციული ქართული, ისე თანამედროვე მეთოდებით დამზადებული ღვინოები.

ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, ქართული ღვინის პიარ-კამპანიის ფარგლებში დეგუსტაციები 20 ივნისს ვაშინგტონში და 27 ივნისს სან-ფრანცისკოში გაიმართება.

კამპანია ხელს შეუწყობს ქართული ღვინის ცნობადობისა და კონკურენტუნარიანობის ზრდას აშშ-ს ბაზარზე და ზოგადად ქართული ღვინის საექსპორტო ბაზრის გაფართოებას.

კომენტარის დატოვება