ადამიანების ზოოპარკი განსაკუთრებით დიდი პოპულარობით სარგებლობდა გერმანიაში

ადამიანების ზოოპარკი ანუ „ეთნოლოგიური ექსპედიცია“, „ადამიანების გამოფენა“ და „ნეგროიდული სოფელი“ – XIX – XX საუკუნეების დასავლეთის ფართო საზოგადოების გასართობი.

ასეთი ზოოპარკების მიზანი იყო აზიიდან და აფრიკიდან გამოსული ადამიანების პირველადი, ველური სახით დემონსტრირება, ასეთი ზოოპარკი განსაკუთრებით დიდი პოპულარობით სარგებლობდა გერმანიაში.

ადამიანებს მაიმუნებთან ერთად წარმოადგენდნენ, რათა უფრო ნათელი ყოფილიყო დარვინის თეორია. ასეთი ზოოპარკებისა და სოფლების ხშირი სტუმარი ყოფილა ბისმარკი. ადამიანები ვოლიერებში იყვნენ მოთავსებულნი.