რუსთავი 2-ის მადლობა, უარი და მოთხოვნა ყარამანიშვილებს

რუსთავი 2-ის თანამშრომლები ძმები ყარამანიშვილების შემოთავაზებას შეთავაზებით უპასუხეს. რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია, სამაუწყებლო კომპანიის აქციების მფლობელების დღევანდელ გამოეხმაურა და უარის მიზეზები განმარტა.

იხ. ლინკი

http://www.geomediatv.ge/%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%95%E1%83%90%E1%83%9C-%E1%83%93%E1%83%90-%E1%83%92%E1%83%98%E1%83%90-%E1%83%A7%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%A8%E1%83%95%E1%83%98/

„ჩვენ რუსთავი 2-ის თანამშრომლებმა განვიხილეთ ძმები ყარამანიშვილების განცხადება ჩვენთვის მათი კუთვნილი 40 პროცენტიანი წილის გამოცემის თაობაზე. მადლობას ვუცხადებთ მათ ამ შემოთავაზების, თუმცა ამ წინადადებას ვპასუხობთ უარით,“ – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

“საკუთრებაში გადმოგვეცეს შპს ტელეკომპანია საქართველო,” – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

„ჩვენი უარი ემყარება შემდეგ გარემოებებს – პირველი, ამჟამად ყადაღის ქვეშ მყოფი 40 პროცენტიანი წილის რუსთავი 2-ის გუნდისთვის გადმოცემა პრაქტიკულად განუხორციელებადია, რამე თუ რუსთავი 2-ის წესდების თანახმად, წილების გადაცემას ესაჭიროება ყველა მეწილის, მათ შორის, 9 პროცენტის წილის მეწილის, ნინო ნიჟარაძის, თანხმობა. ამგვარი თანხმობა არ არსებობს და შესაბამისად, წარმოდგენილი შემოთავაზება სამართლებრივი თვალსაზრისითაც წარმოადგენს ფიქციას. რაც, როგორც ჩანს, სამწუხაროდ, ძმებ ყრამანიშვილებს, გამორჩათ მხედველობიდან.

“მეორე, ამას გარდა, რაც მთავარია, კომპანიის 40 პროცენტიანი წილის ფლობა პრაქტიკულად არ ცვლის საქმის ვითარებას, რამე თუ გადამწყვეტი ხმის უფლება ისევ რჩება ტელეკომპანია საქართველოს, რომელიც კომპანიის საკონტროლო პაკეტს, 51 პროცენტიან წილს ფლობს და ტელეკომპანია საქართველოს მესაკუთრეებიც არიან ძმები ყარამანიშვილები. შესაბამისად, შემოთავაზებული წინადადება შინაარსობრივი თვალსაზრისითაც ერთგვარად ფიქტიურია, რადგან კოლექტივისთვის კოლექტივის კომპანიის მართვაში ჩართულობის ვერანაირ გარანტიას ვერ ქმნის.

“მესამე, სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის თანამშრომლები გამოვდივართ საპასუხო ინიციატივით. საკუთრებაში გადმოგვეცეს შპს ტელეკომპანია საქართველო, რაც როგორც სამართლებრივად, ისე შინაარსობრივად, ერთადერთი გზაა, კომპანიაში საქმის ვითარების რეალურად და არა ფიქტიურად შესაცვლელად. შპს ტელეკომპანია საქართველო არ არის დაყადაღადებული, მის გასხვისებას არ სჭირდება მესამე პირთა თანხმობა და ის ფლობს რუსთავი 2-ის საკონტროლო პაკეტს. მისი კოლექტივისთვის გამოცემით არა მხოლოდ ჩვენი ტელეკომპანიის, არამედ ქართული მედიის ისტორიაში პირველად, მაუწყებლის მესაკუთრეები გახდებიან თავად მისი თანამშრომლები. მათ მიერ საამისოდ შერჩეული და უფლებამოსილი პირების მეშვეობით, რომლებიც ანგარიშვალდებული იქნებიან სწორედ მათ წინაშე”.

მნიშვნელოვნად მიგვაჩნია აგრეთვე აღვნიშნოთ, რომ ამგვარი ნაბიჯის გადადგმით, ასევე დასრულდება არაჯანსაღი და ხშირ შემთხვევაში სრულიად უსაფუძვლო სპეკულაციები რუსთავი 2-ის პარტიულ ან სხვაგვარ აფილაციებთან დაკავშირებით. და უკვე, მათ შორის არც ფორმალურ-სამართლებრივი თვალსაზრისი არ ექნება იმის მტკიცებას, საფუძველი არ ექმნება იმის მტკიცებას, რომ სარედაქციო პოლიტიკა ყალიბდება სხვა ადამიანების ჩარევით და მხოლოდ ჩვენ, უკვე ფორმალურ სამართლებრივადაც, სრულად და დამოუკიდებლად ვიქნებით პასუხისმგებელი ჩვენს სარედაქციო პოლიტიკაზე. ახლაც და მომავალშიც, ამ ხელისუფლებისგან დამოუკიდებლობას ვგულისხმობთ და ასევე ნებისმიერი სხვა პოლიტიკური ძალის ხელისუფლებაში მოსვლის პირობებსაც”.