დონალდ რეიფილდი: ყველა გზა, რომელიც ჯადოსნურ საქართველოში მიდის კარგი და მიმზიდველია…

მოსკოვში, წიგნის სახლში გაიმართა შეხვედრა ბრიტანელ ლიტერატურათმცოდნესთან, დონალდ რეიფილდთან.

შეხვედრაზე რეიფილდმა ჩაატარა ლექცია საქართველოს ისტორიის შესახებ და წარადგინა მისი ახალი წიგნი „საქართველო“.

დონალდ რეიფილდი:

-„საქართველო ერთადერთი ქვეყანაა მსოფლიოში, სადაც მაგიდასთან ერთად სხედან ამერიკელი და ირანელი.

საქართველო-ეს ის სახელმწიფოა, სადაც ყოველთვის იყო ეთნიკური ტოლერანტობა. 2 ათასი წელია იქ ერთად ცხოვრობენ ქართველები, აფხაზები, ოსები, ებრაელები, ბერძნები, ჩეჩნებიც კი და არ იყო კონფლიქტი მათ შორის. ეს ქვეყანა სხვადასხვა იმპერიის ცენტრია, უფრო სწორედ გზაჯვარედინი, სადაც მუდამ მწვანე ანთია და არ იცი რომელი გზა აირჩიო, რადგან ყველა გზა, რომელიც საქართველოში მიდის კარგი და მიმზიდველია.

საქართველო ბევრჯერ ყოფილა უფსკრულის პირას, მაგრამ ყოველთვის ახერხებდა გადარჩენას.

საქართველომ ოდითგანვე უამრავი ომი და თავდასხმა გადაიტანა, მაგრამ ყველა მოიგერია და გადარჩა.

რუსების უმეტესობა სიკვდილის მერე ოცნებობდა არა სამოთხეში, არამედ საქართველოში მოხვედრას.

საქართველო იყო სხვადასხვა ქვეყნების მწერლების, მხატვრების და საზოგადო მოღვაწეების თავშესაფარი, ზოგისთვის კი აკვანიც.

თუ ერთხელ მაინც ხარ ნამყოფი საქართველოში, მერე ყველგან იმეორებ ამ ჯადოსნურ სიტყვას-საქართველო!

დღეს საქართველოში ახალი თაობა მოდის, თაობა, რომელიც აზროვნებს ერთდროულად ევროპულად და ქართულად“