“ეროვნული ტრაგედიის ფინალურ აქტს გვიმზადებენ! ორშაბათიდან ვნახავთ, ვინ ვინ არის…”

სოსო მანჯავიძე

თბილისის საკრებულოს დეპუტატი

-“საქართველოში გაბატონებულმა საერთაშორისო სავახშო კაპიტალმა,რომლის მსახურები და მენეჯერებიც არიან მათი ქართველი “პარტნიორები”, ჩვენი ქვეყანა საკუთარი მახინჯი წარმოდგენების ლაბორატორიად გადააქცია. საქართველოში მოსახლეობის უდიდესი ნაწილი სრულიად უქონელი და ღატაკია,ხოლო ე.წ. მდიდრებს,რომლებიც 3% შეადგენენ და განვითარებული ქვეყნების სტანდარტებით,საშუალოზე გაცილებით დაბალი შემოსავლები აქვთ, განუწყვეტლივ აპირისპირებენ ღატაკებთან,მათივე მართული საინფორმაციო საშუალებებისა და ენჯეო-ების მეშვეობით.

სახელმწიფო სრულ მორჩილებაშია და ზედამხედველის ფუნქციას ასრულებს მათი ინსტრუქციების ცხოვრებაში გასატარებლად. საშუალო ფენა არ არსებობს. ახლა,არჩევნების შემდეგ,როგორც ჩანს გადაწყვიტეს,რომ საზოგადოებრივი აზრი და აქტიურობის რესურსი საბოლოოდ მოკვდა და ეროვნული ტრაგედიის ფინალურ აქტს გვიმზადებენ, კერძოდ, გაღატაკებულ ქართულ მოსახლეობას არსებობის უკანასკნელი საფუძველი უნდათ გამოაცალონ და ქართული სასოფლო-სამეურნეო მიწები უცხოელებზე გაყიდონ. მხოლოდ გუგული მაღრაძის მსგავს არსებებს არ ესმით, რას გამოიწვევს ეს. არა მგონია,რომ მათ ვერ მოვერიოთ. ძალიან ბევრი ადამიანი მთავრობაშიც და პარლამენტშიც შეწუხებულია და მზადყოფნას გამოთქვამს შეაჩეროს ეს პროცესი!

ორშაბათიდან ვნახავთ, ვინ ვინ არის…

კომენტარის დატოვება