SputnikArmenia – აფხაზეთში სომხებმა გაიმარჯვეს

ოკუპირებულ აფხაზეთში ჩატარებულმა არჩევნებმა გამარჯვება სომხური საზოგადოების სამ წარმომადგენელს-ლევონ გალუსტიანს, აშოტ მინოსიანს და ლევონ დაშიანს მოუტანეს. ისინი უკვე „აფხაზეთის პარლამენტარები“ არიან და გეგმავენ მჭიდრო ურთიერთობა დაამყარონ ისტორიულ სამშობლოსთან.

SputnikArmenia-ს ინფორმაციით, დეპუტატები მჭიდრო თანამშრომლობას გეგმავენ სომხეთის დიასპორის და განათლების სამინისტროსთან. დღეისათვის ოკუპირებულ აფხაზეთში 26 სომხური სკოლა ფუნქციონირებს. სკოლის მოსწავლეები სასომხეთს ყოველწლიურად სტუმრობენ პროგრამით «Ари тун» (სახლში დაბრუნება)

დღეისათვის ოკუპირებულ აფხაზეთში 42 ათასი სომეხი ეროვნების ადამიანი ცხოვრობს.