ლევან იოსელიანი – ღარიბაშვილი იქნება თუ სხვა, ამ ქვეყანაში რეპრესიები არავის არ გასვლი და ვერც გაუვა, მისი  კანდიდატურა პროცესების მოლაპარაკებების რეჟიმში გადასაყვანად არ არის

ველოდი, რომ „ქართული ოცნება” პრემიერის თანამდებობაზე ისეთ კანდიდატურას შემოგვთავაზებდა, რომელიც პროცესს მოლაპარაკებების რეჟიმში გადაიყვანდა, თუმცა ღარიბაშვილის კანდიდატურა ამ მიზნის მისაღწევად არ არის, – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ წევრმა, ლევან იოსელიანმა განაცხადა, რომელიც პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად ირაკლი ღარიბაშვილის დასახელებას გამოეხმაურა.

„ღარიბაშვილის პერსონიდან გამომდინარე, მისი დამოკიდებულება ოპოზიციის მიმართ აქამდეც ცნობილი იყო. ეს დამოკიდებულება აისახება მის ქმედებებში და საბოლოო ჯამში, ქვეყანაში სიტუაციას კიდევ უფრო გაამწვავებს. ველოდი, რომ „ქართული ოცნება” ისეთ კანდიდატურას შემოგვთავაზებდა, რომელიც ამ ფონს პირიქით დაამშვიდებდა და პროცესს მოლაპარაკებების რეჟიმში გადაიყვანდა, თუმცა ღარიბაშვილის კანდიდატურა ამ მიზნის მისაღწევად არ არის,

აქვე გეტყვით, რომ  ამ ქვეყანაში რეპრესიები არავის არ გასვლია და ვერც გაუვა, ვინც არ უნდა ეიყოს ეს, ღარიბაშვილი იქნება თუ სხვა. ვინც სცადა რეპრესიების გატარება იცით, ალბათ, რა პოლიტიკური ფასიც გადაიხადა“, – განაცხადა იოსელიანმა.