ძალაში შედის ფარულ მოსმენა-მიყურადებასთან დაკავშირებული კანონი

დღეიდან ძალაში შედის ფარულ მოსმენა-მიყურადებასთან დაკავშირებული კანონი, ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტო კი 3 თვის განმავლობაში კი შეიქმნება.

როგორც ცნობილია, განკარგულებას სააგენტოს უფროსის როგორც დანიშვნაზე, ისე  გათავისუფლებაზე პრემიერი გასცემს. სააგენტოს უფროსისი დანიშვნამდე მის კანდიდატურას, სპეციალური კომისია შეარჩევს.

თავის მხრივ, კომისიას არჩევანის გაკეთება იმ სამ კანდიდატს შორის მოუწევს, რომელსაც სუს-ის ხელმძღვანელი შეარჩევს.

ოპოზიციური სპექტრი კანონს აკრიტიკებს და არც მის გასაჩივრებას გამორიცხავს.