“ორი თვე ვიბრძოლეთ ადვოკატებმა და გუშინ დაზარალებულის სტატუსი მიანიჭეს”

ზაზა ხატიაშვილი

ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე

-“ბავშვთა სამყაროს გადაწვის შედეგად დაზარალებულებულ მოქალაქეებს,რომლებსაც ხელისუფლება მასხარად იგდებდა ორთვიანი პროტესტის შემდეგ,  გუშინ, სისხლის სამართლის საქმეში დაზარალებულის სტატუსი მიანიჭეს.

ორი თვე ვიბრძოლეთ ადვოკატებმა, რომ გაჭირვებულ მოქალაქეებს დავხმარებოდით. თბილისის მერია,რომელიც აცხადებდა, რომ მათი საქმე არ იყო დაზარალებულების დახმარება,კომპენსაციების გაცემაზე ალაპარაკდა.

მინდა მადლობა ვუთხრა ჩვენს ადვოკატებს, ფრიდონ სიხუაშვილს და მარიკა არევაძეს, რომლებიც უანგაროდ, რისკის ფასად ,გვერდში დაუდგნენ დაზარალებულებს. უფალმა გააძლიეროს და დალოცოს ჩვენი ადვოკატთა კორპუსი.