ყველაზე მასშტაბური გამოფენა – გაყიდვა „აირჩიე ქართული“

 7-8 აპრილს კამპანია ,,აირჩიე ქართული” გუდვილთან ერთად ატარებს ქართული ნატურალური  პროდუქციის  მორიგ, რიგით მერვე გამოფენა-გაყიდვა-დეგუსტაციას.  ღონისძიების პარტნიორი და მასპინძელია  ჰიპერმარკეტი გუდვილის დიღმის ფილიალი.

 კამპანიის ,,აირჩიე ქართული” მიზანია ადგილობრივი წარმოების და მისი პროდუქციის  პოპულარიზაცია,  მომხმარებლის მოზიდვა და მწარმოებლების მარკეტინგული მხარდაჭერა. კამპანიიის ფარგლებში 2012 წლიდან იმართება საახალწლო და სააღდგომო გამოფენა-გაყიდვა გუდვილში, სადაც, ტრადიციისამებრ, მოწვეულები არიან სამთავრობო და არასამთავრობო სექტორის, მედიის, ბიზნესის წარმომადგენლები, ქართული პროდუქციის განვითარებაზე ორიენტირებული ადგილობრივი თუ საერთაშორისო ორგანიზაციები, სხვა დაინტერესებული

პირები. გამოფენა – გაყიდვაზე წარმოდგენილი იქნება ღვინო, თაფლი, მურაბები, ჯემები, საწებლები, სუნელები, ყველი, ხილი, წვენები,ალკოჰოლური სასმელები, ჩირი, სნექები, ტკბილეული, ხელნაკეთი ნივთები და სხვა.

გამოფენა-გაყიდვაში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ კომპანიას, რომელიც აწარმოებს ქართულ, ნატურალურ პროდუქციას, აკმაყოფილებს პროდუქციის შეფუთვის პირობებს და აქვს ეტიკეტი. კომპანიები, რომლებიც გადაწყვეტენ  საკუთარი პროდუქციისრეალიზაციას უნდა გააჩნდეთ სალარო აპარატი. საწარმოებს შეუძლიათ საკუთარ მაგიდებზე წარადგინონ სარეკლამო მასალები და ორგანიზატორებთან ერთად დაგეგმონ აქტივობები გამოფენის ფარგლებში.

გამოფენა – გაყიდვაში მონაწილეობა უფასოა. მონაწილეობის მიღების სურვილის შემთხვევაში კომპანიებს შეუძლიათ დაუკავშირდნენ 591 41 09 76 – პროექტის ორგანიზატორს, ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია https://www.facebook.com/airchieqartuli/