“საზოგადოებრივი კონტროლი უნდა იყოს, თორემ მარტო კანონი ვერ იმუშავებს”

გუგული მაღრაძე

უმრავლესობის დეპუტატი

-“ვგეგმავთ, რომ სკოლებში თამბაქოს მავნებლობის საკითხებზე ტრენინგები ჩატარდეს. როცა ადმინისტრირებაზეა საუბარი, ჩვენ უნდა დავიწყოთ ახალგაზრდების, გინდათ პენსიონერების ჩართვით. საზოგადოებრივი კონტროლი უნდა იყოს, თორემ მარტო კანონი ვერ იმუშავებს.

ჩვენ გვაქვს წინადადება, რომ ისეთი ფილმები, რომლებშიც სიგარეტის მოწევა იქნება, ავიდეს 18 წლამდე ფილმების ფორმატში, გავიდეს ისეთ დროს, როცა მოზარდები არ უყურებენ, ასეთი ფილმები გარკვეულ საათებში უნდა გადიოდეს.

ჩვენი პოზიციიდან, გარკვეული ოთახების და გარკვეული კომფორტის შექმნა მწეველებისთვის არ არის სასარგებლო, მათ უხანგრძლივებთ იმ პერიოდს და იმ განწყობას, რომ მათ შეუძლიათ მოწევა. როცა უხერხულობებია, როცა შეზღუდვებია, შეიძლება მეტი მოტივაცია ჰქონდეთ, რომ სიგარეტის მოწევას თავი დაანებონ“