“მწუხარებას გამოვთქვამ ეგვიპტეში მომხდარი აფეთქებების გამო”

საქართველოს პრეზიდენტი ეგვიპტის კოპტურ ტაძრებში მომხდარი აფეთქებების გამო მწუხარებას გამოთქვამს. გიორგი მარგველაშვილი განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია:

მწუხარებას გამოვთქვამ ეგვიპტეში კოპტურ ტაძრებში მომხდარი აფეთქებების გამო. ვუსამძიმრებთ და თანადგომას ვუცხადებთ დაღუპულთა ოჯახებს და დაშავებულებს სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ,”-ნათქვამია პრეზიდენტის განცხადებაში.