“გულწრფელად თანავუგრძნობ ბატონი გივის ოჯახს, ახლობლებს, მთელ საქართველოს…”

მსახიობ გივი ბერიკაშვილის გარდაცვალების გამო მწუხარება გამოთქვა საქართველის პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა.

-ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ მთელი ჩვენი ქვეყნისთვის საყვარელი ადამიანის და ნამდვილი სახალხო არტისტის გივი ბერიკაშვილის გარდაცვალების გამო.

ბერიკაშვილმა ქართულ კინოსა და თეატრში დაუვიწყარი სახეები შექმნა. ძალიან დასანანია, რომ თანამედროვე ქართული კულტურის მოღვაწეთა შესანიშნავ პლეადას ღირსეული წარმომადგენელი გამოაკლდა. ბატონი გივის ცხოვრება მთლიანად იყო დაკავშირებული თავის ქვეყანასთან, ხალხთან.

ის იყო დიდი პატრიოტი და მოქალაქე. გულწრფელად თანავუგრძნობ ბატონი გივის ოჯახს, ახლობლებს, მთელ საქართველოს ამ დიდი დანაკლისის გამო.