გიორგი თევზაძე: განსაკუთრებით ხელისუფლება გახდება პასუხისმგებელი მომავალი თაობების წინაშე

Geomedia.tv -ვის კორესპოდენტი  უფლებადამცველ გიორგი თევზაძეს  ესაუბრა.

–  გარკვეული  დრო გავიდა მას შემდეგ რაც აფეთქებული   იქნა საყდრისი-ყაჩაღიანის მაღარო,  რასაც ფართო საზოგადოების  და მათ შორის თქვენი პროტესტიც გამოიწვია,  დრო გავიდა და თითქოს ემოციებიც დაცხრა.  ახლა უკვე ცივ გონებაზე  როგორ შეაფასებდით საყდრისი-ყაჩაღიანის მაღაროში მომხდარ  ფაქტს ?

გიორგი თევზაძე

„  ქართულ-გერმანული არქეოლოგიური ექსპედიცია თომას შტოლნერისა და ირინა ღამბაშიძის ხელმძღვანელობით. შესწავლისას და მათი  მტკიცებით, ობიექტი პრეისტორიული ქროს მაღაროა (ძვ.წ. 3350-2500 წ.წ.).  რომელიც ქრისტეს შობამდე დაახლოებით 4000 წლის უძველესი ოქროს საბადოს წარმოადგენს  და დღეს აღარ არსებობს,  რადგან იგი  აფეთქებილი და განადგურებული იქნა  შეიძლება პირდაპირ ითქვას ხელისუფლების  მხრიდან  არაადეკვატური დამოკიდებულების გამო, რაც საზოგადოებაში და მითუმეტეს მომავალ თაობებში ლეგიტიმურ კითხვებს გააჩენს  და  საქართველოს ისტორიაში  დარჩება მძიმე მოსაგონარი და შავლაქად,  ამ აფეთქებას კი წინ უსწრებდა მიმოწერა კომპანია „არენჯი ჯგუფსა” და კულტურის სამინისტროს შორის, აგრეთვე ძეგლთა დაცვის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილება ამ ობიექტისათვის სტატუსის მოხსნის თაობაზე.

სანამ საყდრისის აფეთქება მოხდებოდა ობიექტს რამდენჯერმე მოუხსნეს და აღუდგინეს კიდევაც სტატუსი. ეს ხდებოდა მეცნიერებისა და ქართული საზოგადოებისა ასევე  არასამთავრობო ორგანიზაციების პროტესტის ფონზე. ვის ეკისრება პასუხისმგებლობა საყდრისთან დაკავშირებით _ ეს საკითხი სიღრმისეულ სამართლებრივ შესწავლას მოითხოვს და კანონის ფარგლებში რეაგირებას საჭიროებს. ძნელი წარმოსადგენია აღნიშნული ქმედება განხორციელებულიყო საქართველოს ხელისუფლების  პოლიტიკური გადაწყვეტილების  ან კულტურის სამინისტროს შეთანხმების გარეშე, რაც კიდევ უფრო ნათელს ხდის სახელისუფლებო სტრუქტურების მიდგომებს ქართველი ერის ისტორიული, ფასდაუდებელი მემკვიდრეობის მიმართ, რითაც იგნორირებული იქნა  მოქალაქეების  ფუნდემანტური უფლებები.

საინტერესოა ისიც, რომ არაერთმა საკმაოდ ცნობილმა ქართველმა თუ უცხოელმა მეცნიერმა გაუსვა ხაზი საყდრისის ოქროს საბადოს კულტურულ-ისტორიულ უნიკალურობას როგორც მსოფლიო მნიშვნელობის ფაქტს, რასაც სამწუხაროდ კულტურის სამინისტრომ და ხელისუფლებამ  არ გაითვალისწინა.  რომელმაც გაანადგურა საყდრისი როგორც ისტორიული მემკვიდრეობის ძეგლი  ასევე საზოგადოებაში კითხვებს ბადებდა დასაბუთებულად   ყოველგვარი არგუმენტების გარეშე, კულტურის სამინისტრომ საყდრისის ოქროს საბადოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მოუხსნა, რის შემდეგაც ის აღმოჩნდა კერძო კომპანიების ხელში. ეს კი ბუნებრივია, საზოგადოებაში უფრო მეტ ლოგიკურ და ლეგიტიმურ კითხვებს  გააჩინა.

ერთი რამ ცხადია, საყდრისის ობიექტის ისტორიული და კულტურული მნიშვნელობა საერთაშორისო დონის ექსპერტების, მათ შორის წლების განმავლობაში ამ ობიექტზე მომუშავე გერმანელი სპეცისლისტების კვლევებით დადგინეს,  რომ ეს არის მსოფლიოში, კაცობრიობის ერთი-ერთი უძველესი ოქროს მომპოვებელი საბადო და რა სამართლებრივი კვალიფიკაციაც არ უნდა მიეცეს კონკრეტულ სამარცხვინო  შემთხვევას, მორალური თვალსაზრისით ამ ობიექტის აფეთქება  და განადგურება  ჩაითვალება  ვანდალიზმად და ღირსების დანაშაულად ქართველი ერის წინაშე. რასაც  დრო და მომავალი თაობები უფრო სამართლიან და ადეკვატურ შეფასებას მისცემენ  მას …    განსაკუთრებით ხელისუფლება  გახდება პასუხისმგებელი მომავალი თაობებისა და ისტორიის   წინაშე,  რომ ეს ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის საგანძური საქართველოს და მომავალ თაობებს დაუკარგეს.