რეკომენდაციები სასკოლო ჩანთებთან დაკავშირებით

შორენა ლობჟანიძე

სამოქალაქო პლატფორმა “ახალი საქართველოს” დამფუძნებელი

მომდევნო სასწავლო წლიდან, სასკოლო სახელმძღვანელოების მოცულობაზე და სასკოლო ჩანთებზე ახალი პროექტი ამოქმედდება. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და სსიპ-ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის თანამშრომლების შედეგად გადაიხედა და შეიქმნა სახელმძღვანელოს მაკეტის ტექნიკური პარამეტრები (პროექტი). შედეგად, 2017 წლიდან სხვა ტექნიკურ მახასიათებლებთან ერთად, გათვალისწინებული იქნება რეკომენდაცია სახელმძღვანელოს მაქსიმალური მასის (წონის) შეზღუდვასთან დაკავშირებით. ასევე, კლასების  მიხედვით ითვალისწინებს რეკომენდაციას სასკოლო ჩანთის მაქსიმალურ წონასთან დაკავშირებით .

შეგახსენებთ, რომ  აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით პეტიციების ,, დაიცავით მოსწავლეთა ჯანმრთელობა“ და ,,მძიმე სასკოლო სახელმძღვანელო და ჩანთა ვნებს ბავშვის ჯანმრთელობას!“-პეტიციის ავტორია პარტია სამოქალაქო პლატფორმა“ ახალი საქართველო“ დამფუძნებელი – შორენა ლობჟანიძე.