“დელტას” ხელმძღვანელი უჩა ძოძუაშვილი თანამდებობაზე აღადგინეს

სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრ დელტას ხელმძღვანელი უჩა ძოძუაშვილი თანამდებობაზე აღადგინეს. ამის შესახებ ინფორმაცია რუსთავი 2-ს უჩა ძოძუაშვილის თანაშემწემ დაუდასტურა. მისი თქმით, ძოძუაშვილი მუშაობას უკვე შეუდგა და მივლინებით საუდის არაბეთში იმყოფება.

ძოძუაშვილი თანამდებობიდან მაშინდელი თავდაცვის მინისტრის თინა ხიდაშელის ბრძანებით გაათავისუფლეს. გათავისუფლების მიზეზი 2016 წლის მაისში, კახეთში მოსული სეტყვა იყო, რა დროსაც  სეტყვის საწინააღმდეგო აპარატებმა არ იმუშავა, მაშინ ხიდაშელმა დელტას უფროსი თანამდებობიდან გადააყენა და გენ ინსპექციას ამ ფაქტის მოკვლევა დაავალა.

„საზოგადოების მაღალი ინტერესი, რაც ამ საკითხმა გამოიწვია, იყო მთავრი მიზეზი, დაიწყო თავდაცვის სამინისტრომ მოკვლევა. ბრძანებაზე ხელი მოწერილია, თუმცა თუ არაფერი გამოვლინდა, დაბურნდება სამსახურში,“ – აცხადებდა თინა ხიდაშელი.

უჩა ძოძუაშვილ მაშინ აცხადებდა, რომ თავისი სპეციფიკიდან გამომდინარე, დელტა მაქსიმუმს აკეთებდა.

“დელტას ბრალეულობა ამ საკითხში არ შეიძლება დადგეს,” – განაცხადა მაშინ ძოძუაშვილმა.

წყარო: rustavi2.ge