“ბავშვები ძალიან მიყვარს და მათი გულისთვის ვიბრძვი, მაგრამ ჩემი თხოვნა იქნება…”

თბილისის მერიის დასუფთავების სამსახურის თანამშრომლებმა რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ განთავსებული კარვები აიღეს და მიმდებარე ტერიტორია მორეცხეს. ფაქტს მაჩალიკაშვილების ოჯახი ეხმიანება:

მედიკო მარგოშვილი:

-თქვე არა ადამიანებო. დღემდე ორი წლის განმავლობაში ველოდებოდი თქვენგან პასუხს. მაგრამ ტყუილად. დღეიდან სიცოცხლის ფასადაც წამოვალ თქვენს ქოცხროვის წინააღმდეგ.იმიტომ რომ ქართული ოცნება რომ არა ჩემი თემირლანი ხვალ იმ ატრაქციონებზე გაერთობოდა.

მალხაზ მაჩალიკაშვილი:

-მალხაზ მაჩალიკაშვილი პარლამენტის წინ კარვების დაშლის ფაქტს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა და საზოგადოებას მოუწოდა, თავიანთი შვილები პარლამენტის წინ საახალწლოდ გასართობად არ გაიყვანონ.

“განსხვავებით ქოცური თანამდეობის პირებისა, ბავშვები ძალიან მიყვარს და მათი გულისთვის ვიბრძვი. ვიცი თემირლანს არავინ და ვერავინ დამიბრუნებს, მაგრამ ამ გაუსაძლის პირობებში, როგორც დაჭრილი მხეცი კუთხეში მიმწყვდეული, მაინც ვცდილობ თქვენი შვილებისთვის ვიბრძოლო, რომ ისინი უსაფრთხოდ იყვნენ საწოლში მძინარეც და გარეთ ქუჩებშიც.

ჩემი თხოვნა იქნება, თბილისი დიდია, არის საახალწლო სოფელიც, ნუ გამოიყვანთ პარლამენტის წინ თქვენს შვილებს. მესამე ახალ წელს ქუჩაში იმის მოთხოვნით ვდგავარ, რომ მითხრან თემირლანის მკვლელი ვინ არის. არ არის იქ ბავშვებისთვის საზეიმო ადგილი. ამ ყველაფერს დღევანდელი სისხლიანი ხელისუფლება ბავშვების ინტერესების გამო არ აკეთებს. ისინი ჩემზე შურისძიებას ცდილობენ. არ აქვთ ამათ ბავშვების დარდი. დიდი პატივისცემით მალხაზ (ვახა) მაჩალიკაშვილი,” – აღნიშნავს მალხაზ მაჩალიკაშვილი ფეისბუქ-პოსტში.