სირიის პრეზიდენტის მეუღლეს შესაძლოა ბრიტანეთის მოქალაქეობა ჩამოართვან

The Telegraph-ის ინფორმაციით სირიის პრეზიდენტის მეუღლეს შესაძლოა ბრიტანეთის მოქალაქეობა ჩამოართვან. ასმუ ასადი 2000 წელს გათხოვდა, ახმა მას მეუღლის იდეების მხარდაჭერაში ადანაშაულებენ. როგორც მედია წერს, სირიის პირველი ლედი სოციალური ქსელით პროპაგანდას უკეთებს მეუღლის იდეებს, მას სამი აკაუნტი აქვს და სამ სოციალურ ქსელში 500 ათასი გამომწერი ჰყავს.

ბრიტანელი პარლამენტარები ვარაუდობენ, რომ ქალს მალე მოქალაქეობას ჩამოართმევენ. სიიის პრეზიდენტის მეუღლე უკვე მოხვდა ევროკავშირის სანქციებში, მას არ შეუძლია ევროკავშირის ქვეყნებში შესვლა.