ირაკლი კობახიძემ პატიმრებს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ პატიმრებს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცა.

ირაკლი კობახიძე ქსნის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში საპარლამენტო უმრავლესობის წევრებთან – მამუკა მდინარაძესთან და გედევან ფოფხაძესთან, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრ კახი კახიშვილთან და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ ზურაბ ალავიძესთან ერთად იმყოფებოდა.

პატიმრებმა პარლამენტის თავმჯდომარეს ხელნაკეთი სააღდგომო საჩუქრები გადასცეს.