ე.წ. ციადინის საქმესთან დაკავშირებით საჩივარი სტრასბურგის სასამართლოში გაიგზავნა

ადამიანის უფლებათა დაცვის ცენტრმა ე.წ. ციადინის საქმესთან დაკავშირებით საჩივარი სტრასბურგის სასამართლოში გადააგზავნა.
როგორც ადამიანის უფლებათა დაცვის ცენტრის იურისტმა ეკა ლომიძემ განაცხადა, ორგანიზაცია და დაცვის მხარე ამ საჩივრით აპროტესტებენ შეჯიბრებითობის პრინციპის დარღვევას, რის გამოც ადვოკატებს ეზღუდებათ ბრალდებული დეკანოზის სრულყოფილად დაცვის შესაძლებლობა, რითაც მათი შეფასებთი, პროკურატურა სარგებლოს და საკუთარ პოზიციებს ამყარებს.
-„გვინდა, რომ სასამართლომ იმსჯელოს და დაადგინოს, რომ მოხდა აღნიშნული პრინციპის უხეში დარღვევა სახელმწიფოს მიერ” – განაცხადა ლომიძემ.