ძლიერი ქარის გამო, იმერეთის რეგიონში ელექტროენერგიის გარეშე 25 900 აბონენტი რჩება

ძლიერი ქარის გამო, იმერეთის რეგიონში ელექტროენერგიის გარეშე 25 900 აბონენტი რჩება. როგორც საინფორმაციო სააგენტო GeoMediaTV-ს “ენერგო პრო ჯორჯიას” დასავლეთ საქართველოს ფილიალის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს, ამ დროისათვის არსებული მონაცემებით, ავარიულად გათიშულია 40-მდე ფიდერი, რომელიც 25 900 აბონენტს ემსახურება.

რაც შეეხება კონკრეტულად ქუთაისს, აქ ავარიულად 5 ფიდერია გათიშული, ხოლო ძაბვის გარეშე 5 200 აბონენტი რჩება.

როგორც ენერგოკომპანიაში განმარტავენ, ფიდერების ავარიულ გათიშვას ელექტროგადამცემ ხაზებზე ხეების ან ხეებიდან მოტეხილი ტოტების დაცემა იწვევს.

კომენტარის დატოვება