უსაფრთხოების საბჭოს სხდომა დასრულდა

Anadolu ის ინფორმაციით, გამოვლენილის სამხედრო გადატრიალებასტან უშუალო კავშირში მყოფი 104 პირი, რომელთაგან ნაწილი უკვე დაკავებულია.

სტამბოლის საერთაშორისო აეროპორტში შეკრებილია მოსახლეობა, ისინი ერდოღანის თვითმფრინავს ელოდებიან.

საქართველოში და უშიშროების საბჭოს სხდომა დასრულდა. გადაწყდა, რომ საქართველოს მოსახლეობის უსაფრთხოებიდან გამომდინარე ჩაიკეტა საზღვარი, ჩაკეტილია საჰაერო საზღვარიც.

პრემიერის განცხადებით, დილის სიტუაციიდან გამომდინარე შესაძლოა გადაწყვეტილება შეიცვალოს.

პრემიერმა იმედი გამოთქვა, რომ თურქეთში სიტუაცია მალე დასტაბილურდება. მან მოუწოდა საქართველოს მოქალაქეებს, რომ დროებით თავი შეიკავნო თურქეთში გამგზავრებისგან.

საქართველოს პრეზიდენტმა მხარდაჭერა გამოუცხადა თურქ კოლეგას და იმედი გამოთქვა, რომ სულ მალე სიტუაცია კონტროლს დაემქვედებარება.

ამ წუთებში სტამბოლის ათათურქის აეროპორტში ერდოღანის თვითმფრინავი დაეშვა. როგორც ამბობენ,ის მოსახლეობისთვის კიდევ ერთ განცხადებას გაავრცელებს.

13706231_1229360310416119_1014591072_n

კომენტარის დატოვება