„არაფერი იცვლება! შავის თეთრად გასაღება, მოროდიორების დაუსჯელობა! ტყუილები, ისტერია…“

რუბრიკა

თქვენი სათქმელი

სოსო მანჯავიძე

-გემახსოვრებათ მინისტრი ჭიპაშვილის საჯაროდ გაკეთებული პროგნოზი,რომ ქათმის გრიპი მოსახლეობის ერთი მესამედის დაღუპვას გამოიწვევდა.

ისიც გემახსოვრებათ, როგორ დასდევდნენ ჭერში გადამალულ ქათმებს რუსთავი 2-ის კამერების თანხლებით.
რა დაგავიწყებდათ ქათმის გრიპით დაავადებული ფრინველების ძებნისას ნოღაიდელსა და მესხიშვილს კატერით პალიასტომზე,სახეზე პირბადეებითა და ქორული მზერით.

ეს ისტორიული კადრებიც რუსთავი 2-მა შემოგვინახა.

ქათმის გრიპის ისტერიის შემდეგ ღორის გრიპის საოცარი ისტორიაც გაიხსენეთ.

ის საოცარი ისტერია და უპასუხისმგებლობა.

ისიც გავიხსენოთ,რომ ჩვენი ხალხის ერთ ნაწილში ღრმად ზის ბარბაროსული, უზნეო ჩვეულება საერთო გაჭირვებისას სრულიად აშკარად და უსირცხვილოდ ხელის მოთბობისა.

ამის მაგალითები იმდენია,მათ შორის პირდაპირი მოროდიორობისა,რომ მათი ჩამოთვლით თავს არ შეგაწყენთ, თქვენც კარგად მოგეხსენებათ.

ეს ყველაფერი იმიტომ დავწერე, რომ არაფერი იცვლება. იგივე არაორგანიზებულობა, იგივე შავის თეთრად გასაღება და ტყუილები,იგივე ისტერია ტელევიზიებში.

და ბოლოს, გაჭირვებაში ჩავარდნილი ადამიანებისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელი წამლების ოთოსბირად მიყიდვა,ანუ მოროდიორობა.

და ამ მოროდიორების დაუსჯელობა.

აბა რა. ბაზარი ხომ ყველაფერს არეგულირებს.

მაგრამ ეს არაფერი.

მთავარი მაინც ისაა,რა მოხდება იურიდიულ კომიტეტში.