„ისტორიული პარალელები და მოსალოდნელი ბართლომეს ღამე „ტვ პირველში“!..”

ინფორმაციამ, რომ „თიბისი ბანკის“ დამფუძნებელს მამუკა ხაზარაძეს მილიონობით დოლარის გათეთრებისა და მითვისების გამო შესაძლოა ბრალი წარუდგინონ, საზოგადოებაში საკმაოდ დიდი რეზონანსი გამოიწვია.

საზოგადოება „ივერიას“ წევრი დავით ნებიერიძე თვლის, რომ ეს ყველაფერი ერთი დიდი სქემის ნაწილია, რომელი სქემითაც ქვეყანაში „პუტინის სქემით დემოკრატიის მოგუდვა და ბართლომეს ღამე „ტვ პირველისთვის” იგეგმება“ .

-„სამწუხაროდ უნდა მოემზადოს ტვ”პირველის” ივანიშვილზე გადასაფორმებლად და ამ არხის იმედიზაციისთვის. ახლა ტელევიზიის ცნობილმა სახეებმა უნდა ივაჟკაცონ და პრევენციულად დაიცვან არხი, თუმცა, ყველას კარგად გვახსოვს ტვ “იბერიის’ მოგუდვის ისტორია. ზუსტად ასე მოგუდავს ტვ პირველსაც და მიადგება რუსთავი2-ს.

ახლა ვნახოთ ივანიშვილი – ხაზარაძის ომის სამოტივაციო ნაწილი:

  1. ანაკლიის პროექტის გადანაწილება
    2. უკონტროლო ფინანსური ჯგუფის გნადგურება
    3. წერეთლისთვის ტვ “პირველის” წართმევა და “იმედიზაცია”, რის შემდეგაც კვლავ “რუსთავი2-ს” მიადგება მედიაზე სრული კონტროლის დასამყარებლად.
    4. პოლიტიკური რეპრესიები საქოცეთში, “ტროცკისტების” დასასჯელად.
    5. უპრეცენდენტო წმენდა ძალოვან სტრუქტურებში კრემლის კადრების შემოსაყვანად. სუს-ში უკვე დაიწყო ეს წმენდა და ყველა პოზიციაზე კრემლის სტავლენნიკები დაინიშნებიან.
    6. ბიძინა ყველა ღონეს იხმარს პროცესები გაიყვანოს პოლიტიკური სივრციდან და საბოლოოდ სტერილური გახადოს პოლიტიკური სივრცე.

ახლა ორიოდე სიტყვით ისტორიულ პარალელებზე:

რატომ გახდა შესაძლებელი 37 წლის სტალინური რეპრესიები?
იმიტომ, რომ ამ რეპრესიებამდე სტალინმა მოახერხა ოპოზიციის სრულად განადგურება და ხელისუფლებამ დაკარგა ლაგამი. პოლიტიკური სივრცე და ძლიერი ოპოზიცია პანაცეაა ამგვარი ბოროტების წინააღმდეგ. ზუსტად ძლიერი ოპოზიცია იცავს ნებისმიერ ქვეყანას და საზოგადოებას პოლიტიკური განუკითხაობისგან და ტერორისაგან. ამიტომ, საზოგადოების მთავარი ამოცანაა ოპოზიციის გაძლიერება, რათა უბედურება არ შემოვიდეს თითოეულის ოჯახში, არ განმეორდეს 37-ი წელი. ივანიშვილი და კრემლი ახლა ყველაზე მეტადაა დასუსტებული და ამიტომაც გადადიან ესოდენ რადიკალურ ღონისძიებებზე. ზუსტად ამიტომ ოპოზიციური პოლიტიკოსების მთავარი მიზანია შემოათრიონ ივანიშვილი და კრემლი პოლიტიკურ ველზე და არ მისცენ საშუალება ამ ველიდან გასვლის. ზუსტად ამ ველზეა შესაძლებელი ბოროტების დამარცხება და ქვეყნის გადარჩენა. წინააღმდეგ შემთხვევაში ყველას განურჩევლად გაგვანადგურებენ. ერთ ნაბიჯში ვართ საქართველოს თურქმენიზაციისგან, ან ჩრდილოეთ კორეიზაციისგან და ნუ მეტყვის ნურავინ, რომ საქართველოში ეს შეუძლებელიაო. ყველაფერი შესაძლებელია თუ არ ვიბრძოლეთ ყველამ ერთად.

ძალა ერთობაშია!“